» » ინტერვიუ ჰანს ფლიკთან

ინტერვიუ ჰანს ფლიკთან

8-07-2019, 11:50
0141
იგი კვლავ აქ არის! 29 წლიანი განშორების შემდეგ, როდესაც მან საკუთარი პროფესიული კარიერა "ბავარიაში" დაასრულა, ფლიკი "რეკორდმაისტერს" დაუბრუნდა. ახალ სეზონში 54 წლის სპეციალისტი ნიკო კოვაჩის ასისტენტი იქნება. ამ თანამდებობაზე იგი პეტერ ჰერმანს შეცვლის.

2006-2014 წლებში ჰანს ფლიკი იოაჰიმ ლიოვის ასისტენტი იყო გერმანიის ეროვნულ ნაკრებში. 1985-1990 წლებში კი მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას იცავდა. მან 139 ორთაბრძოლა გამართა მიუნხენური კლუბის მაისურით, 4 ჯერ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი და ერთხელ გერმანიის თასიც დაისაკუთრა.


მოგესალმებით ბატონო ფლიკ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "ბაიერნში"! როგორი გრძნობაა ზებენერშტრასეზე დაბრუნება?

ზებენერშტრასესთან კავშირები არასდროს დამიკარგავს. როდესაც ნაკრების რიგებში ვმოღვაწეობდი აქ ხშირად მოვდიოდი, რათა კომუნიკაცია მქონოდა, როგორც სამწვრთნელო შტაბთან ისე ფეხბურთელებთან. სწორედ ამიტომ ვიცოდი, რომ აქ მელოდებოდნენ. მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას ნიკოს და ფეხბურთელების მხარდამხარ. როდესაც წინადადება მივიღე ბევრი არ მიფიქრია. მიუნხენის "ბაიერნი" არის კლუბი, რომელიც ჩემს გულთან ძალზედ ახლოს იმყოფება.

ბოლო დღეების განმავლობაში როგორ წარიმართა ნიკო კოვაჩთან მოლაპარაკება?

მასთან და მის ძმასთან რობერტ კოვაჩთან ხანგძლივი საუბრები მქონდა, ვფიქრობ შტაბში ბრწყინვალე ჰარმონია სუფევს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს ვენდობოდეთ და ერთად ვიღებდეთ სიამოვნებას გაწეული სამუშაოსგან.

ბოლო წლების განმავლობაში თქვენ გერმანული საფეხბურთო კავშირის რიგებში სპორტული დირექტორის თანამდებობა გეკავათ. ახლა მწვანე საფარი კაბინეტს არჩიეთ. რატომ გადაწყვიტეთ გაზონზე დაბრუნება?

სპორტული დირექტორის ამპლუაში მუშაობა ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო. ყოველი სიახლის მიმართ მეტად დიდი ინტერესი მამოძრავებს. არის საკითხები, რომელთა მიმართაც ახალი მიდგომებია საჭირო, ეს ძირითადად აკადემიას ეხება. ამ სამუშაოში ბოლომდე ვიყავი ჩართული, ეს ძალზედ საინტერესო პროექტი იყო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკვე დიდი ხანია ვამჩნევ თუ როგორ მხიბლავს, ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა. სწორედ ამიტომ ცხადი გახდა, რომ მსურს მოედანს დავუბრუნდე.

ამჟამად რა გეგმებს ამუშავებთ გუნდის მისამართით?

მოცემულ მომენტში აქტიურად ვიხილავთ სავარჯიშო გეგმებს და შემდგომ ნაბიჯებს. ნიკო-მთავარი მწვრთნელია, ჩვენი ვალი კი არის ის, რომ ვიმუშავოთ ფეხბურთელებთან და დავეხმაროთ მათ მიზნის მიღწევაში. როდესაც ასისტენტი ხარ, უნდა იყო მთავარი მწვრთნელის ერთგვარი საყრდენი. უნდა იყო მისი ერთგული და ძალ-ღონე არ უნდა დაიშურო წარმატების მოპოვებისათვის ბრძოლაში. ვფიქრობ მას შესანიშნავი გუნდი ეყოლება.

რას უნდა ელოდებოდნენ ფეხბურთელები თქვენგან?

თავდაპირველად მსურს კოლექტივი გავითავისო და შევისწავლო "ბაიერნის" შიდა ცხოვრების წესი. ამის შემდეგ კი მაქსიმუმს გავიღებ, რომ ფეხბურთელებმა ოპტიმალური მხარდაჭერა მიიღონ და შეძლონ საკუთარი ძლიერი მხარეების წარმოჩენა. სწორედ ამაშია სამწვრთნელო შტაბის მუშაობის მიზანი. ამ ყოველივეში საკუთარი წვლილის შეტანა მსურს.

რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ იმ დროიდან მოყოლებული როდესაც თქვენ "ბავარიაში" აქტიურ ფეხბურთს ეწეოდით?

ჩემთვის ეს იყო წარმატებული პერიოდი. მე ვთამაშობდი კლაუს აუგენტალერის, აუმანის, ჰანს ფლიუგლერომის, გვერდიგვერდ რომლებიც დღესაც კი "ბავარიაში" მოღვაწეობენ. ლოთარ მათეუსთან ერთად მოგვიანებით "ზალცბურგში" ვასპარეზობდი. ეს იყო ნამდვილი გუნდი, რომელიც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. აქ ვნახე თანამშრომლები, რომლებიც ჯერ კიდევ ხსენებული ეპოქიდან მოყოლებული მუშაობენ. მათი ნახვა დიდი სიამოვნება იყო.


ინტერვიუ ჰანს ფლიკთან
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..