» » პირველი სავარჯიშო დღე

პირველი სავარჯიშო დღე

8-07-2019, 17:21
0132
ვარჯიშის დროა! ორშაბათს დილით, მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებმა 2019/2020 წლის სეზონისათვის მზადება დაიწყეს. 40 დღე გავიდა მას შემდეგ რაც "ბავარიამ" "ლინდაუსთან" გამართა ბოლო ორთაბრძოლა. თომას მიულერი, ტიაგო ალკანტარა, ჟერომ ბოატენგი, ხავი მარტინესი, კოკო ტოლისო, რენატუ სანჩესი, კრისტიან ფრიუხტლი და იან ფეტე-არპი სავარჯიშო დარბაზში იყვნენ წარმოდგენილნი, ფიზიკური მდგრადობის ტესტის შესამოწმებლად.

ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებული მოთამაშეები, მანუელ ნოიერის თაოსნობით ძირითად გუნდს პარასკევს შეუერთდებიან. ასევე დაგეგმილია ნიკო კოვაჩის შეხვედრა ჟურნალისტებთან, ჰანს ფლიკისა და რობერტ კოვაჩის მონაწილეობით.

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ ტესტრირებას. "ბავარიელი" ფეხბურთელები დოქტორი ჰოლგერ ბროიხის მეთვალყურეობის ქვეშ სხვადასხვა დავალებებს ასრულებდნენ. ეს იყო გამძლეობის, სისწრაფის, ხტომების და სხვა ფიზ-ამოცანების კომბინირება. გარდა ამისა ფეხბურთელებს შეუმოწმდათ სისხლის საერთო ანალიზი, წონა და მოხდა გაანალიზება იმისა თუ რამდენად მობილურად მოქმედებენ ამა თუ იმ დავალების შესრულების დროს. ჰერმან გერლანდი, რომელიც "ბაიერნის" აკადემიის ხელმძღვანელია უშუალოდ მიესალმა ფიტნეს-დარბაზში შეკრებილ მოთამაშეებს.

საღამოს, თბილისის დროით 19:00 საათზე მიულერი და კომპანია ღია ვარჯიშებს გამართავენ. მანამდე რამდენიმე საათით ადრე კი ლუკას ერნანდესის ოფიციალური პრეზენტაცია შედგება. იგეგმება კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვით გამოსვლაც.

პირველი სავარჯიშო დღე








0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..