» » FCB : რუმენიგემ ტოპ-ტრანსფერი დაანონსა

FCB : რუმენიგემ ტოპ-ტრანსფერი დაანონსა

9-07-2019, 12:16
0126
ორშაბათს 8 ივლისს, მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, პრესის წარმომადგენლებს შეხვდა. წარმოგიდგენთ რამდენიმე ამონარიდს მისი ვრცელი ინტერვიუდან.

მიუნხენის "ბაიერნის" დაცვის შესახებ...

ვფიქრობ, რომ ლუკასის, ზულეს და ბენჟამენ პავარის სახით ბრწყინვალედ დაკომპლექტებული დაცვის ცენტრალური ხაზი მივიღეთ. გარდა ამისა თუ გავითვალისწინებთ დავიდ ალაბს და იოზუა კიმიხს, სანერვიულო არაფერი გვექნება. აქედან გამომდინარე, უკანა ხაზში იდელურად დაკომპლექტებული გუნდი გვყავს. ეს არის ტოპ-დონე არამხოლოდ ბუნდესლიგის, არამედ ევროპული ფეხბურთის მასშტაბით.

მანუელ ნოიერის აგენტის განცხადების შესახებ, რომ "ბავარია" არაკონკურენტუნარიანია...

დღეს დილით მანუელ ნოიერთან სატელეფონო საუბარი მქონდა. თომას კროტი არ არის გამხმოვანებელი კონკრეტულად ამ საკითხში, მანუელ ნოიერის პოზიციისა. მან გამოთქვა მხოლოდ საკუთარი მოსაზრება, რომელიც "ბავარიამ" მხედველობაში მიიღო. ამ განცხადებას ცოტათი უცნაურად შევაფასებდი. ამ დრომდე თომასთან გვქონდა მხოლოდ კარგი და სერიოზული ურთიერთობა. იმის გათვალისწინებით, რომ ყოველთვის დიდი დემოკრატიულობით გამოვირჩეოდით, ამ კრიტიკულ მოსაზრებასაც მივიღებთ.

სატრანსფერო ბაზარზე არსებული სიტუაცია...

"დღეს 8 ივლისია და მინდა შეგახსენოთ რომ ამ წელს სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბრამდე არ დაიხურება. მე და განსაკუთრებით ჰასანი სატრანსფერო ბაზარზე ძალზედ გულმოდგინედ ვმუშაობთ. ამ დრომდე არც ერთ კლუბს არ გამოუცხადებია უკვე შემდგარი დიდი ტრანსფერი, რომელიც ამ ბაზარზე დომინოს ეფექტს გამოიწვევდა. საფეხბურთო ევროპა მის მოლოდინშია. ჩვენ გვაქვს კარგი პოზიცია და დიდი მოთმინების უნარი. ჩვენ გავიფორმეთ რამდენიმე თვის წინ ნაყიდი ფეხბურთელები. ვფიქრობ აუცილებელია ამ ბაზარზე იმუშავო ნათელი გონებით და ცივი გულით. გარდა ამისა აუცილებელია ყურადღების კონცენტრირება. ძალიან კარგად მესმის მათი ვინც ვერ ითმენს და "ბაიერნისგან" დიდ ტრანსფერებს ელის. ჩემის მხრივ დავამატებდი, რომ დღეს დილით შესანიშნავი კომუნიკაცია მქონდა, რაც მაძლევს მშვიდად ყოფნის საფუძველს. საერთო ჯამში ჩვენ მივიღებთ გუნდს, რომელიც შეძლებს წარმატებულად იასპარეზოს სამივე ტურნირზე. ამ წელსაც იმავე მიზნებს ვისახავთ, როგორც ყოველთვის.

სატრანსფერო სამიზნეების შესახებ

"ფეხბურთელების რაოდენობის გაზრდის მიზნით რამდენიმე გარიგება შედგება. მათი ხარისხი უკვე საკმარისია, ამას ერთხელაც აღვნიშნავდი. ჩვენ დავთმეთ ძირითადი შემადგენლობის ერთი ფეხბურთელი, სამაგიეროდ გავიფორმეთ ორ ტოპ მოთამაშე პავარისა და ერნანდესის სახით. ძირითადი თერთმეტეულიდან მეტი ფეხბურთელი არ წავა! მოცემულ მომენტში ჩვენ 118 მილიონი ევროს ინვესტიცია განვახორციელეთ რაც რეკორდია. თუმცა ამით არაფერი არ დაგვისრულებია, ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთი ტოპ-ფეხბურთელი გავიფორმოთ."

ლეროი სანეს შესახებ...

"შვებულების პერიოდში მას არ სურდა რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმოება. ამ კვირაში კი იგი ხსენებული შვებულებიდან ბრუნდება. მას სჭირდება დრო იმისათვის რომ იფიქროს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. უნდა დაველოდოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ყველასთვის ცნობილია, რომ ფლანგის მოთამაშეს ვეძებთ. ჩვენ მზად ვართ ამისათვის, მაგრამ ჯერ მშვიდად ყოფნაა საჭირო."
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..