» » FCB: რუმენიგე ჟერომ ბოატენგის შესახებ საუბრობს

FCB: რუმენიგე ჟერომ ბოატენგის შესახებ საუბრობს

9-07-2019, 17:37 -ss- სიახლეები 0

FCB: რუმენიგე ჟერომ ბოატენგის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს ჟერომ ბოატენგის გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. რუმენიგეს განცხადებით ფეხბურთელი საკუთარ არჩევანში თავისუფალი იქნება , ხელმძღვანელობა კი პროცესს მშვიდად დააკვირდება.


"ჟერომ ბოატენგთან გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში კიდევ 2 წელს იქნება. ჩვენ მშვიდად ვაპირებთ თვალ-ყური მივადევნოთ სატრანსფერო ბაზარზე არსებულ მოვლენათა ქრონიკას. მას შეუძლია დატოვოს მიუნხენის "ბაიერნი", ისევე როგორც შეუძლია რომ დარჩეს. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომაც დაგვტოვა მატს ჰუმელსმა იყო ის რომ მთავარი მწვრთნელი აპირებს ახალ სეზონში ფსონი გააკეთოს ნიკლას ზიულეზე, ლუკას ერნანდესა და ბენჟამენ პავარზე. ეს ეხება ჟერომ ბოატენგსაც. აქედან გამომდინარე სწორედ ჟერომმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება წასვლა-დარჩენასთან დაკავშირებით"-ციტირებს "ბავარიელთა" ოფიციალური ვებ-გვერდი კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს.

ჟერომ ბოატენგის შესახებ არაერთი სიახლე დაწერილა დასავლურ გამოცემებში. ფეხბურთელი სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის და შესაძლებელია მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში „რეკორდმაისტერის“ რიგები დატოვს.
0

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.