» » პავარი : ტიტულები მწყურია!

პავარი : ტიტულები მწყურია!

16-07-2019, 10:38
0148
მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეული ბენჟამენ პავარი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, დასახულ მიზნებზე საუბრობს. "ბავარიელთა" უკანახაზელის განცხადებით, მას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს - ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის ბრძოლა!


"გამარჯვება მწყურია, მსურს მოვიგო ტიტულები! ჩემი მიზანია მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად ყველა ტიტულს დავეუფლო. მხოლოდ დიდ სამიზნეებს ვისახავ. სწორედ ამიტომ მოვედი აქ. "ბავარია"-ჩემთვის შესაფერისი კლუბია"-ციტირებს "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი ბენჟამენ პავარის სიტყვებს.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც გასულ სეზონში "შტუტგარტის" ღირსებას იცავდა, ოფიციალურად ბავარიულ გრანდს სულ რამდენიმე დღის წინ შემოუერთდა. წითლებმა 35 მილიონი ევრო გაიღეს ხსენებული ტრანსფერისათვის. ახალგაზრდა მცველი "ბაიერნში" 2024 წლამდე იასპარეზებს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..