» » Sport.de: ლევანდოვსკი ტოპ-ტრანსფერს ითხოვს

Sport.de: ლევანდოვსკი ტოპ-ტრანსფერს ითხოვს

17-07-2019, 11:28 -ss- სიახლეები 0 65

მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Sport.de-სთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ "რეკორდმაისტერისათვის" აუცილებელია ტოპ-ტრანსფერების განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ტუტულებისთვის ბრძოლა წარმოუდგენელი იქნება.


"თუ გსურს უმაღლეს დონეზე იასპარეზო და ტიტულებს დაეუფლო, აუცილებელია შემადგენლობის გაძლიერება. სწორედ ამიტომ ველით ტრანსფერებს, წინააღმდეგ შემთხვევაში რთული იქნება ტიტულების მოგება. იმედს ვიტოვებ, ხელმძღვანელობა და ის ხალხი, რომელიც ტრანსფერებზე მუშაობს გააძლიერებს გუნდს, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელებით, ისე იმ მოთამაშეებით, რომლებიც დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებად ითვლებიან. იმედია, სწორედ ეს მოხდება უახლოეს დღეებში."-ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს გამოცემა Sport.de

მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მიუნხენის "ბაიერნმა" სამი ტრანსფერი განახორციელა. ლუკას ერნანდესის, ბენჟამენ პავარის და იან ფიტე არპის გაფორმება "ბავარიას" 118 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა როგორც კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა ეს ყველაფერი არ არის და გუნდი ტოპ-ფეხბურთელის შეძენაზე მუშაობს.
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.