» » FCB: ტოლისო ფრანგ ახალწვეულებზე საუბრობს

FCB: ტოლისო ფრანგ ახალწვეულებზე საუბრობს

18-07-2019, 11:08 -ss- სიახლეები 1 55

მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი ნახევარმცველი კორენტინ ტოლისო ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ბენჟამენ პავარისა და ლუკას ერანდესის შესახებ საუბრობს. ტოლისოს განცხადებით, შემდგარი ტრანსფერების განხიორციელებაში მცირე წვლილი მასაც მიუძღვის, რადგანაც ორივე ამ ფეხბურთელთან გარკვეული ტიპის კომუნიკაცია ჰქონდა.



"ერნანდესისა და პავარის დარწმუნება, მიუნხენში გადმოსვლასთან დაკავშირებით რთული საქმე არ ყოფილა. მე მათთან მქონდა მცირე კომუნიკაცია. აინტერესებდათ, როგორ იყო კლუბი ორგანიზებული და რა ატმოსფერო სუფევდა გუნდში. მე მათ განვუცხადე, რომ აქ თავს ბედნიერად იგრძნობდნენ. ჩვენ შემადგენლობაში ბრწყინვალე ფეხბურთელები გვყავს. ვარჯიშებზე თითოეულმა მათგანმა იცის რა უნდა გააკეთოს და მაქსიმალურად იხარჯება. რა თქმა უნდა, ჩემი რჩვეა იყო, რომ გადმოსულიყვნენ "ბავარიაში", ეს დიდებული კლუბია."

"როგორ დავახასიათებდი მათ? ლუკასი მცირედით შეშლილია. მასთან ერთად არ მოიწყენ, მუდამ იცინის, მაგრამ როდესაც იგი მოედანზე იმყოფება, ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ის ნამდვილი მებრძოლია, რომელიც ძალებს არ იშურებს. ბენჟამენი უფრო მშვიდია, თუმცა გულმოდგინე შრომა მასაც ახასიათებს. იგი ძალისმიერი ფეხბურთის მოყვარულია. ორივე ეს მოთამაშე ჩვენს გუნდს დამატებით ხარისხს შეძენენ."-ციტირებს კოკო ტოლისოს სიტყვებს "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი.
0
0

Mishka (18 ივლისი 2019 14:40)

ამას უყიდია ფაქტიურად და სკაუტად რო გადავიდეს? dovolen ვახ ეს რა ჭირი გვჭირს ფეხბურთელი ვერ ვიყიდეთ. კოვაჩი რო დატოვეს იასნი იყო რო პრეტენზიებიც შეამცირეს 19/20ის მარა ფეხბურთი რო ითამაშონ მაგას სხვა რამე უნდა #მაბალელშიკე rekordera

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.