» » AS: ალკანტარა VAR სისტემის წინააღმდეგია

AS: ალკანტარა VAR სისტემის წინააღმდეგია

19-07-2019, 09:43 -ss- სიახლეები 1 73

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა, გამოცემა AS-სთან მიცემულ ინტერვიუში VAR სისტემის შესახებ საუბრობს და საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. ალკანტარას განცხადებით იგი არ ემხრობა ხსენებული სიახლის დანერგვას თანამედროვე ფეხბურთში, რადგანაც ამით სპორტის ეს სახეობა, მისთვის დამახასიათებელ შარმს კარგავს.


"VAR სისტემის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მე საფეხბურთო რომანტიზმით გამოვირჩევი და მხიბლავს, ის ფაქტი როდესაც საკამათო სიტუაციები იქმნება. ამის გარეშე, ლეგენდარული მომენტები უბრალოდ არ შედგებოდა, რომელიც თავის მხრივს ფეხბურთს მისი არსებობის მანძლიზე თან ახლდა. ვფიქრობ ეს სიახლე, მეტ სამართლიანობას მოიტანს, თუმცა ამავედროს იკარგება თამაშის ხასიათი."

"როდესაც გატანილი გოლის აღსანიშნავად ემზადები, თავშეკავებული რჩები, რადგანაც პირველი რასაც უყურებ არის ის - ჩათვალა მსაჯმა გოლი, თუ ყურთან მიიტანა ხელი. ფეხბურთი ამით ზარალდება და კარგავს თავის მომხიბვლელობას."-ციტირებს გამოცემა AS ტ. ალკანტარას სიტყვებს.
0
0

-ss- (19 ივლისი 2019 09:46)

მეც ამ აზრზე ვიყავი, მაგრამ რეალთან გამართულმა მატჩებმა გადამარწმუნეს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.