» » As: გვარდიოლა ლეროი სანეს შესახებ საუბრობს

As: გვარდიოლა ლეროი სანეს შესახებ საუბრობს

20-07-2019, 10:59 -ss- სიახლეები 0 133

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა რომელიც ამჟამად მანჩესტერ "სიტის" თავკაცის რანგში გვევლინება, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ლეროი სანეს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. გვარდიოლას განცხადებით, მას "ბავარიელ" კოლეგებთან კომუნიკაცია არ ჰქონია და იმედს იტოვებს, რომ სანე მომავალ სეზონშიც მანჩესტერული კლუბის ღირსებას დაიცავს.

"უკვე დიდი ხანია, რაც ლეროი სანეს მიმართ "ბავარიულ" ინტერესზე საუბრობენ, თუმცა სანე კვლავაც მანჩესტერ "სიტის" ფეხბურთელია და იმედს ვიტოვებ, იგი ჩვენთან მრავალი წლით დარჩება. ეს საკითხი მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობასთან არ განმიხილავს."-ციტირებს გამოცემა As პეპ გვარდიოლას სიტყვებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" თავდაპირველი შეთავაზება ხსენებული ტრანსფერის განსახორციელებლად 80 მილიონი ევრო იყო, მას შემდეგ რაც "სიტის" ხელმძღვანელობა აღნიშნულ წინადადებას არ დათანხმდა, "ბავარიაში" გადაწყვიტეს, რომ ოფერტი 100 მილიონამდე გაეზარდათ.
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.