» » ალკანტარა : ბეილის შესაძლო ტრანსფერს მხოლოდ მივესალმები

ალკანტარა : ბეილის შესაძლო ტრანსფერს მხოლოდ მივესალმები

21-07-2019, 16:18 -ss- სიახლეები 0 201

მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელი ლეგიონერი ტიაგო ალკანტარა, "რეკორდმაისტერის" რიგებში გარეტ ბეილის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. ტიაგოს განცხადებით, ბეილის ტრანსფერს იგი მხოლოდ მიესალმება, როგორც ეს სხვა ტოპ-ფეხბურთელის შემთხვევაში იქნებოდა.

"მივესალმები ყველა ტოპ-მოთამაშეს, რომლის სურვილიც იქნება "ბავარიაში" ასპარეზობა. ჩვენ სიამოვნებით გავაღებთ კლუბის კარებს. ბეილი მოქმედებს ძალიან რთულ პოზიციებზე, ეს არის რობენისა და რიბერის ამპლუა, რომლებმაც "ბაიერნი" დატოვეს. თუ გარეტს სურს ჩვენ გუნდში გააგრძელოს კარიერა, ჩვენ მოხარულები ვიქნებით, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ტოპ-მოთამაშის შემთხვევაში ვიქნებოდით."-ციტირებს გამოცემა Sky Sports ტიაგო ალკანტარას სიტყვებს.

გარეტ ბეილი სამეფო კლუბის რიგებში 2013 წლიდან ასპარეზობს. 30 წლის შემტევმა გასულ სეზონში 42 შეხვედრა გამართა, სადაც 14 გატანილი გოლით და 7 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. გამოცემა transfermarkt ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 60 მილიონ ევროდ აფასებს.
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.