» » Goal: სანჩესი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

Goal: სანჩესი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

22-07-2019, 11:14
0234
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი რენატუ სანჩესი, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბრობს. რენატუს განცხადებით მას შესაბამისი კომუნიკაცია ჰქონდა ნიკო კოვაჩთან და მისგან ერთგვარი გარანტიებიც მიიღო, რომ საკუთარი თავის დემონსტრირებისათვის შანსი მიეცემოდა.


"დავრჩები იმ შემთხვევაში თუ ეს ჩემთვის უკეთესი იქნება . მე ფეხბურთის თამაში მსურს. ნიკო კოვაჩთან ეს საკითხები გავიარე, ვისაუბრეთ ჩემს მდგომარეობაზე. მწვრთნელმა განმიცხადა, რომ მე და სხვა ფეხბურთელებსაც საკუთარი თავის წარმოჩენის შანსს მოგვცემდა. მე და ჩემი თანაგუნდელები ყველაფერს ახალი ფურცლიდან დავიწყებთ. ვფიქრობ, მას მე ვჭირდები რადგანაც კარგი ფეხბურთელი ვარ და კლუბიც მენდობა."-ციტირებს გამოცემა Goal ახალგაზრდა პორტუგალიელის სიტყვებს.

რენატუ სანჩესისათვის მთავარი გამოწვევა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობაა. სწორედ ამის გამო პერიოდულად ვრცელდება ხმები, რომ სანჩესი მიუნხენური კლუბის დატოვებას აპირებს. გამოცემა transfermarkt-ი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს. რაც შეეხება მოქმედ კონტრაქტს იგი 2021 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..