» » კოვაჩი : დარწმუნებული ვარ ჟერომი დარჩება

კოვაჩი : დარწმუნებული ვარ ჟერომი დარჩება

24-07-2019, 11:40 -ss- სიახლეები 0 83

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Sport1.de-სთან მიცემულ ინტერვიუში "რეკორდმაისტერის" უკანახაზელის - ჟერომ ბოატენგის შესახებ საუბრობს. მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში არაერთი სიახლე დაწერილა იმის შესახებ, რომ ჟერომი კლუბის გამოცვლას გეგმავს, კოვაჩის განცხადებით კი ბოატენგი "ბაიერნში" დარჩება და შესაბამისი სათამაშო დროც მიეცემა.

"მოცემულ მომენტში დარწმუნებულები ვართ, რომ ჟერომი "ბავარიაში" დარჩება. ამ ფაქტით მოხარული ვიქნები. მას მიეცემა ზუსტად იმდენივე შესაძლებლობა, რამდენიც სხვა მოთამაშეებს."-ციტირებს ნიკო კოვაჩის სიტყვებს გამოცემა Sport1.de

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ჟერომ ბოატენგის წასვლა-დარჩენასთან დაკავშრებით კომენტარს აკეთებდა, "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგეც -"ჟერომ ბოატენგთან გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში კიდევ 2 წელს იქნება. ჩვენ მშვიდად ვაპირებთ თვალ-ყური მივადევნოთ სატრანსფერო ბაზარზე არსებულ მოვლენათა ქრონიკას. მას შეუძლია დატოვოს მიუნხენის "ბაიერნი", ისევე როგორც შეუძლია რომ დარჩეს. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომაც დაგვტოვა მატს ჰუმელსმა იყო ის რომ მთავარი მწვრთნელი აპირებს ახალ სეზონში ფსონი გააკეთოს ნიკლას ზიულეზე, ლუკას ერნანდესა და ბენჟამენ პავარზე. ეს ეხება ჟერომ ბოატენგსაც. აქედან გამომდინარე სწორედ ჟერომმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება წასვლა-დარჩენასთან დაკავშირებით"-აღნიშნავდა რუმენიგე.
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.