» » Deutsche Welle: ლევანდოვსკი მატს ჰუმელსის შესახებ საუბრობს

Deutsche Welle: ლევანდოვსკი მატს ჰუმელსის შესახებ საუბრობს

24-07-2019, 11:54 -ss- სიახლეები 1 108

მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, მატს ჰუმელსის შესახებ საუბრობს. ლევანდოვსკის განცხადებით იგი დამწუხრებული დარჩა ჰუმელსის წასვლით, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და გაგებით ეკიდება. შეგახსენებთ, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ბავარიამ" ხსენებული უკანახაზელი, დორტმუნდის "ბორუსიას" დაუთმო.


"დაპირისპირება მიუნხენის "ბაიერნსა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის მუდამ მკაფიო და სანახაობრივია. მატსის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც იგი დორტმუნდში დაბრუნდა, პატივი უნდა ვცეთ. ვწუხვარ, რომ იგი არ დარჩა და არ შეეცადა ძირითად შემადგენლობაში საკუთარი ადგილისათვის ებრძოლა. ახლა იგი "ბაიერნის" მეტოქეა"-აღნიშნა პოლონელმა შემტევმა Deutsche Welle-სთან საუბრის დროს.

ჰუმელსი მიუნხენის „ბაიერნის“ აღზრდილია. „ბაიერნის“ ძირითად გუნდში ასპარეზობა მან 2007 წელს დაიწყო. 2007/2008 წლის შუა პერიოდში იგი დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადაბარგდა სადაც 2016 წლამდე ასპარეზობდა. 2016 წლის ზაფხულიდან კი კვლავ „რეკორდმაისტერის“ რიგებს დაუბრუნდა.
0
0

Bavaria 333 (30 ივლისი 2019 01:24)

არ სცადა,იმიტომ არ სცადა,რომ ეს უტვინო კოვაჩი სათადარიგოდ განიხილავდა ჰუმელსს და მატსსაც თავის თავმოყვარეობა აქვს და იცის,რო ძალიან ძლიერი მცველია და პავარის სათადარიგოობა მისთვის არ იყო მისაღები და წავიდა იქ,სადაც მეტად აფასებენ და უყვართ,ძალიანაც სწორი ქნა რო წავიდა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.