» » Goal: რუმენიგეს ორაზროვანი განცხადება

Goal: რუმენიგეს ორაზროვანი განცხადება

24-07-2019, 12:21
0293
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, საფეხბურთო კლუბ "ესპანიოლის" ნახევარმცველის მარკ როკას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს. შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დასავლური მედია აქტიურად წერს ხსენებული ფეხბურთელის მიმართ მიუნხენური გრანდის ინტერესზე.


"ესპანიოლთან" არანაირ კონტაქტს და მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია. თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ ხსენებული ფეხბურთელის კონტრაქტში არის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მისი გამოსყიდვის შესაძლებლობას.“-ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Goal რუმენიგეს სიტყვებს.

კიდევ ერთი სატრანსფერო სიახლე, რომელიც მიუნხენის „ბაიერნს“ უკავშირდება არის ის, რომ დავიდ ალაბამ შესაძლოა „რეკორდმაისტერის“ რიგები დატოვოს და ასპარეზობა „ბარსელონაში“ განაგრძოს, თუმცა თავად ფეხბურთელი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და გამოცემა BILD -თან შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებს -„ბოლომდე კონცენტრირებული ვარ, საიმისოდ რომ „ბავარიაში“ ვიასპარეზო. ვფიქრობ ახალ სეზონში ძალიან დიდი შრომის გაწევა მოგვიწევს. მოცემულ მომენტში ჩემი ფიქრები მხოლოდ მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად, შესაბამის ფიზიკურ მომზადებას უკავშირდება.“
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..