» » კოვაჩი : სანე ჩვენი ოცნების ფეხბურთელია

კოვაჩი : სანე ჩვენი ოცნების ფეხბურთელია

25-07-2019, 10:36
0263
მიუნხენის "ბაიერნის" ხორვატი თავკაცი ნიკო კოვაჩი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ლეროი სანეს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარს აკეთებს. ახალგაზრდა სპეციალისტის განცხადებით "ბავარიული" გრანდის ხელმძღვანელობა ძალ-ღონეს არ იშურებს ხსენებული გარიგების განსახორციელებლად და იმედს იტოვებს, რომ სანე სულ მალე "რეკორდმაისტერის" ფორმას მოირგებს.


"ჩვენმა ხელმძღვანელობამ სანეს დაუფიქსირა საკუთარი დამოკიდებულება. სრულად ვართ ამ ტრანსფერზე კონცენტრირებულები, ლეროიმ იცის თუ რა ელოდება მას აქ. როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელი "ბავარიაში" მოდის, მან ზუსტად იცის საკუთარი სამუშაოს შესახებ. როგორც ხედავთ ეს მარტივი გარიგება არ არის, თუმცა ვიცი რომ კლუბი აქტიურად მუშაობს ამ ტრანსფერის განსახორციელებლად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სანე მოვიპოვოთ. ლეროი ჩვენი ოცნების ფეხბურთელია. ეს ყველამ იცის."-ციტირებს ნიკო კოვაჩის სიტყვებს გამოცემა Sport Bild.

ლეროი სანეს მიმართ მიუნხენური გრანდის ინტერესზე არაერთი სიახლე დაწერილა. დასახელებულია კონკრეტული სატრანსფერო თანხაც 100 მილიონი ევროს ოდენობით. შედგება თუ არა ხსენებული გარიგება, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..