» » Bild : ჰიონესი "ბაიერნს" ემშვიდობება

Bild : ჰიონესი "ბაიერნს" ემშვიდობება

29-07-2019, 11:22 -ss- სიახლეები / მთავარი ამბები 2 220

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, რომელსაც იანვრის თვეში 68 წელი უსრულდება, "რეკორდმაისტერს" ემშვიდობება და არ აპირებს საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს 2019 წელს დაგეგმილ არჩევნებში. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, მიუნხენური გრანდის ახალი პრეზიდენტი ჰერბერტ ჰაინერი იქნება. ჰაინერი аdidas-ის ყოფილი გენერალური დირექტორია, რომელიც ამავედროს "ბაიერნის" სადამკვირვებლო საბჭოს წევრი გახლავთ. ული ჰიონესს და ჰერბერტ ჰაინერს 20 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ.

ული ჰიონესი მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში, ფეხბურთელის ამპლუაში 1970-1979 წლებში ასპარეზობდა. 27 წლის ასაკში მან კარიერა დაასრულა და "ბავარიაში" მენჯერულ საქმიანობას შეუდგა. 2009-2014 წლებში იგი "ბაიერნის" პრეზიდენტი იყო, 2016 წელს კი ხელახლა იქნა არჩეული ხსენებულ თანამდებობაზე. 40 წლიანი ხელმძღვანელობის განმავლობაში ბაიერნმა 16 ჯერ იზეიმა გერმანიის ჩემპიონობა, ორჯერ მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ უეფას თასი.

გამოცემა Bild ზემოაღნიშნულის პარალელურად კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა "ბაიერნის" ქომაგები ხელმოწერებს აგროვებენ იმ იმედით რომ გადააფიქრებინონ ჰიონესს მიღებული გადაწყვეტილება. პეტიციაში ვკითხულობთ, რომ ძლიერი "ბაიერნის" გარანტი - ული ჰიონესია.
0
0

TOTALMAN (29 ივლისი 2019 11:58)

ფაქტია ჰიონესი კლუბს მრავალმილიონიანი ბიუჯეტით და მზარდი მაჩვენებლით ტოვებს
ულისთან ერთად თუ 20 წლიანი სამუშაო პერიოდი აქვს გავლილი ეს კარგია შესაბამისად კლუბის ფილოსოფია კარგად უნდა ესმოდეს, თუმცა მაინც სარისკოდ მიმაჩნია იმ პიროვნების პრეზიდენტად დანიშვნა, რომელიც წარსულში არც ბაიერნის ფეხბურთელი იყო არაფერი და მხოლოდ სადამკვირვებლო საბჭოთი შემოიფარგლებოდა...

ჰაინერი რამდენად კარგი მენეჯერია არ ვიცი, თუმცა საქმეში და ბაიერნის შიდა სამზარეულოში თუ კარგად არაა ჩახედული ნათელ მომავალს არ უნდა ველოდოთ...

ყოველ შემთხვევაში ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, გვახსოვს ჩვენ ბეკენბაუერის პრეზიდენტობა და დაკოჭლებული ბაიერნი და ჰაინერი რას იზავს კაცმა არ იცის, ასეთი ცვლილებები ან ძალიან დიდი კრახით სრულდება ხოლმე ან ყარაულის თოფივით გავარდება და რაღაც დიდ წარმატებას მოიტანს

0

Bavaria 333 (29 ივლისი 2019 11:45)

ძლივს მიდის რაღა უნდა გადააფიქრებინონ კაცო,ახალი სისხლია საჭირო და ახალი იდეები,რომელიც წარმატების მომტანი იქნება

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.