» » ZDF : რუმენიგემ კოვაჩი გააკრიტიკა

ZDF : რუმენიგემ კოვაჩი გააკრიტიკა

31-07-2019, 21:59 -ss- სიახლეები 1 250

მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე უკმაყოფილებას არ მალავს ნიკო კოვაჩის განცხადების გამო. რუმენიგეს აზრით, მთავარმა მწვრთნელმა მსგავსი განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს და მშვიდად დაელოდოს მოვლენების განვითარებას.

"კოვაჩის განცხადება არ მომეწონა. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს მანჩესტერ "სიტისთან" და უშუალოდ პეპ გვარდიოლასთან. სანეს კი საკუთარ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, ამიტომაც არც პესიმისტური და არც ოპტიმისტური განცხადებების კეთება, მიზნის მიღწევაში ვერ დაგვეხმარება. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, მთავარმა მწვრთნელმა - თავისი"-ციტირებს ZDF კარლ ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს.

კრიტიკის ადრესატმა მალევე უპასუხა რუმენიგეს განცხადებას -"მე ვესაუბრე გვარდიოლას და ბოდიში მოვუხადე. ვიცი რომ სანეს მოქმედი კონტრაქტი აქვს, სწორედ ამიტომ მსურს კლუბსაც მოუვუბოდიშო. შემდეგ ჯერზე, ზუსტ დროს დავამუხრუჭებ"-აცხადებდა ნიკო კოვაჩი გამოცემა AS-თან საუბრის დროს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ნიკო კოვაჩმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ლეროი სანეს ტრანსფერთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა - "ჩვენმა ხელმძღვანელობამ სანეს დაუფიქსირა საკუთარი დამოკიდებულება. სრულად ვართ ამ ტრანსფერზე კონცენტრირებულები, ლეროიმ იცის თუ რა ელოდება მას აქ. როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელი "ბავარიაში" მოდის, მან ზუსტად იცის საკუთარი სამუშაოს შესახებ. როგორც ხედავთ ეს მარტივი გარიგება არ არის, თუმცა ვიცი რომ კლუბი აქტიურად მუშაობს ამ ტრანსფერის განსახორციელებლად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სანე მოვიპოვოთ. ლეროი ჩვენი ოცნების ფეხბურთელია. ეს ყველამ იცის"
0
0

Bavaria 333 (31 ივლისი 2019 22:31)

ზედმეტმა ტლიკინმა იცის ნიკოო ეგ,ენას კბილი უნდა დააჭირო ცოტა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.