» » FCB: ბაიერნმა ფილიპე კოუტინიო არენდით აიყვანა

FCB: ბაიერნმა ფილიპე კოუტინიო არენდით აიყვანა

17-08-2019, 09:59
0315
მიუნხენის ბაიერნის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით რეკორდმაისტერსა და ბარსელონას შორის პრინციპული შეთანხმება იქნა მიღწეული. 27 წლის ფილიპე კოუტინიო გერმანულ გრანდში არენდის წესით 1 წლის ვადით გადმოვა. მიუნხენელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც რჩებათ. რამდენიმე დღეში ბრაზილიელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

"ვადასტურებ, რომ ოთხშაბათს ჰასანთან ერთად ბარსელონაში ვიყავი, სადაც შეთანხმებას ფეხბურთელთანაც და კლუბთანაც მივაღწიეთ. ჩვენ უკვე დიდი ხანია კოუტინიოს გადმობირებაზე ვმუშაობთ. სახელს მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია მხოლოდ თამაშის დონე", - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჰერტასთან შეხვედრის შემდეგ.

რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა დაამატა: "მინდა მადლობა ვუთხრა ბარსელონას. ჯერ-ჯერობით კიდევ რამდენიმე დეტალია მოსაგვარებელი, თუმცა ძალიან ბედნიერები ვართ, რომ კოუტინიოს ბაიერნში გადმობირება შევძელით".

"ვფიქრობ არა მხოლოდ ბაიერნი, არამედ მთელი გერმანია და ბუნდესლიგა გახარებული უნდა იყოს კოუტინიოს დონის ფეხბურთელის გადმოსვლით", - განაცხადა ნიკო კოვაჩმა.

2018 წლის იანვარში კოუტინიო ლივერპულიდან ბარსელონაში გადავიდა. იმ მომენტისთვის ბრაზილიელი თანამემამულის შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახლდათ. მანამდე 27 წლის შემტევი ესპანიოლში თამაშობდა, წარსულში მილანის ინტერის ღირსებასაც იცავდა, ხოლო სამშობლოში კარიერა ვასკო და გამაში დაიწყო.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურით ფილიპეს 56 შეხვედრიდან 16 გოლი აქვს გატანილი.
4

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.