» » მიკაელ კუიზანსი ბავარიას შემოუერთდება

მიკაელ კუიზანსი ბავარიას შემოუერთდება

17-08-2019, 11:14
1410
„ბავარია“ აგრძელებს თავისი სატრანსფერო გეგმის განხორციელებას. 20 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი მიონხენგლადბახის „ბორუსიიდან“ „ბავარიაში“ გადმოვა. ამის შესახებ რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიხამიჯიჩმა „ჰერტასთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა.

„მიკაელი მშვენივრად უხდება ბურთის ფლობაზე აწყობილ თამაშს. მას შესანიშნავი ტექნიკა აქვს, ძლიერი მარცხენა და შესანიშნავი ხასიათი“, - ასე დაახასიათა ფრანგი ნახევარმცველი სპორტულმა დირექტორმა.

2017 წლის ზაფხულში საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი „ნანსიდან“ „ბორუსიაში“ გადავიდა. ბუნდესლიგაში მან 35 მატჩი ჩაატარა. კინგსლი კომანის, კორენტენ ტოლისოს, ლუკას ერნანდესისა და ბენჟამინ პავარის კვალდაკვალ ის მეხუთე ფრანგი გახდება რეკორდმაისტერის შემადგენლობაში.
2
0

Bavaria 333 (17 აგვისტო 2019 15:01)

ძალიანაც კარგი,გაახალგაზრდავდება გუნდი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.