» » El Mundo Deportivo-მ ფილიპე კოუტინიოს არენდის ღირებულება დაასახელა

El Mundo Deportivo-მ ფილიპე კოუტინიოს არენდის ღირებულება დაასახელა

17-08-2019, 13:28
0405
El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნი კატალონიის ბარსელონას ბრაზილიელი შემტევის, ფილიპე კოუტინიოს, სანაცვლოდ 15-20 მილიონ ევროს გადაუხდის. კლუბებს შორის შეთანხმების თანახმად გერმანიის მოქმედ ჩემპიონს გამოსყიდვის უფლებაც ექნება, კოუტინიოს სანაცვლოდ მიუნხენელებს 120 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს ფილიპე კოუტინიო გუნდს ბილბაოში გაჰყვა ატლეტიკოსთან სათამაშოდ, თუმცა ბევრის გასაკვირად განაცხადში ვერ მოხვდა. საღამოსკენ კი პირველი ინფორმაციაც გავრცელდა 27 წლის შემტევის რეკორდმაისტერში ტრანსფერის შესახებ.

კოუტინიო ბარსელონაში გასული წლის იანვარში გადავიდა. კატალონიურ კლუბს წარმოშობით ბრაზილიელი შემტევის სატრანსფერო უფლებები 145 მილიონი ევრო დაუჯდა. ესპანური გრანდის შემადგენლობაში ფილიპემ 76 შეხვედრა გამართა. 21-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

გაცნობებთ, რომ მოქმედი კონტრაქტი ბარსელონასთან გარემარბს 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.
3

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..