» » “ბავარიამ“ შესაძლოა სანე ზამთარში ან 1 წლის შემდეგ გაიფორმოს

“ბავარიამ“ შესაძლოა სანე ზამთარში ან 1 წლის შემდეგ გაიფორმოს

17-08-2019, 17:53
0296
რეკორდმაისტერის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის ლეროი სანეს „ბავარიაში“ ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„არა, ყველამ იცის რას ნიშნავს მყესების გაწყვეტა და რამდენი ხანი ვერ შეძლებს ფეხბურთელი ასეთი ტრავმის შემდეგ თამაშს. სანე - „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელია.

ის, რომ მკურნალობას კრისტიან ფინკთან გაივლის ეს არაფერს არ ნიშნავს. თუ მან გადაწყვიტა, რომ ფინკს მიმართოს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. შესაძლოა, მან კონსულტაციები გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან გაიარა“, - განაცხადა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, რომ გერმანული სპორტული გამოცემები აქტიურად წერდნენ სანეს მკურნალ ექიმსა და ბავარიას შესაძლო კავშირზე, რადგან კორენტენ ტოლისო და ლუკას ერნანდესიც სწორედ აღნიშნულ ექიმთან გადიოდნენ მკურნალობას.

ამის მიუხედავად, გერმანული სპორტული ინტერნეტ გამოცემა Sport Bild ამტკიცებს, რომ „ბავარიას“ ინტერესი არ დაუკარგავს ლეროი სანეს მიმართ და მის გაფორმებას ზამთარში ან მომდევნო ზაფხულს შეეცდება.

სანემ ტრავმა ლივერპულთან, სუპერთასის მატჩში მიიღო და შეცვლილი იქნა მე-13 წუთზე. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ გერმანელს მუხლის მყესები ჰქონდა დაზიანებული. „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კი განაცხადა, რომ რეაბილიტაციის პერიოდი 6-7 თვეს გაგრძელდება.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..