» » BILD: სანეს ტრანსფერი ბაიერნში კვლავ რეალურია?

BILD: სანეს ტრანსფერი ბაიერნში კვლავ რეალურია?

19-08-2019, 10:37
0253
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა BILD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლეროი სანეს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. გერმანელ შემტევს ოპერაციას კრისტიან ფინკი უტარდებდა. BILD-ის ინფორმაციით 23 წლის ფეხბურთელის დაბრუნებას დრო დასჭირდება და რამდენიმე დღე ავსტრიაში მოუწევს დარჩენა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ კრისტიან ფინკმა მიუნხენის ბაიერნის თხოვნით ოპერაცია გაუკეთა ლუკას ერნანდესსა და კორენტინ ტოლისოს. რამდენადაც ცნობილია სპეციალისტი მჭიდროდ თანამშრომლობს მიუნხენური გუნდის სამედიცინო შტაბთანაც.

აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე პრესაში უკვე დაიწერა, რომ სწორედ მიუნხენური გრანდის თხოვნით აიღო თავის თავზე კრისტიან ფინკმა ლეროი სანეს ოპერაცია. შესაბამისად გაჩნდა მოსაზრება, რომ 23-წლის ფეხბურთელის ტრანსფერი მიუნხენის ბაიერნში კიდევ უფრო რეალური ხდება.

შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აქტიურად ცდილობდა ლეროის გადმობირებას, თუმცა მანჩესტერ სიტი გერმანელ შემტევს ვერ ელევა. transfermarkt-ის ინფორმაციით სანეს მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 100 მილიონ ევროს შეადგენს. ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი ქალაქელებთან 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.

transfermarkt-ის ინფორმაციითვე ლეროი სანეს მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერის ალბათობა 38% შეადგენს.
1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.