» » BILD: ული ჰიონესი მიუნხენის ბაიერნს დატოვებს

BILD: ული ჰიონესი მიუნხენის ბაიერნს დატოვებს

19-08-2019, 16:24
1196
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტს, ული ჰიონესს, თანამდებობის დატოვება გადაწყვეტილი აქვს. წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 67-წლის ყოფილი ფეხბურთელი ხელმძღვანელობაში დარჩება, თუმცა პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურას აღარ დააყენებს.

Bild-მა ადრე უკვე გვაუწყა, რომ 67-წლის ჰიონესი საკუთარ ოჯახს შეპირდა, რომ ამ წელს პენსიაზე გავიდოდა. საპრეზიდენტო ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ჰერბერტ ჰაინერი სახელდება, რომელსაც უკვე 2014 წელს უკვე ეკავა რეკორდმაისტერის დროებითი პრეზიდენტის პოსტი.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მარტში მიუნხენურმა სასამართლომ ული ჰიონესს სამ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მიზეზი კი გადასახადების გადახდისგან თავის არიდება და სავალუტო სპეკულაციები გახლდათ. ბაიერნის მოქმედი პრეზიდენტი თავისუფლებაზე დროზე ადრე 2016 წლის თებერვალში გამოვიდა, რის შემდეგაც კლუბში საქმიანობა კვლავ განაახლა.

შეგახსენებთ, რომ 67-წლის ექს ბავარიელი პრეზიდენტან პირველად 2006 წელს იქნა არჩეული. ული ჰიონესს მიუნხენის ბაიერნის განვითარებაში, ფინანსურ სტაბილურობასა და ბოლო წლების წარმატებებში ლომის წვლილი მიუძღვის.
1
0

dachi8 (19 აგვისტო 2019 22:58)

სამეთვალყურეო საბჭოში რჩება და ძალიიან მიხარია ab
ჰიონესისნაირი მენეჯერი და პრეზიდენტი არა მგონია ვინმე მოვიდეს კიდევ, ასე უზომოდ შეყვარებული კლუბზე ac

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.