მიუნხენის ბაიერნმა ფილიპე კოუტინიო ოფიციალურად წარადგინა
მოგეხსენებათ, რომ რეკორდმაისტერმა კატალონიური კლუბისგან არენდის წესით 27 წლის ბრაზილიელი შემტევი ფილიპე კოუტინიო გაიფორმა. გერმანულ გრანდში გარემარბი მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. ბავარიელებს არენდის დასრულებისას ფეხბურთელის გამოსყიდვის სურვილის შემთხვევაში კი 120 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
ფილიპე კოუტინიო რეკორდმაისტერმა ოფიციალურად უკვე წარადგინა. მიუნხენის ბაიერნის ოფიციალური ვებ-გვერდი სურათებს აქვეყნებს. 27 წლის შემტევი რეკორდმაისტერში 10 ნომრიან მაისურს მოირგებს. გთავაზობთ პრეზენტაციის ფოტო მიმოხილვას.