» » Football Italia: ბაიერნმა მანჯუკიჩის შეძენა გადაიფიქრა

Football Italia: ბაიერნმა მანჯუკიჩის შეძენა გადაიფიქრა

20-08-2019, 12:04
1237
ცნობილი იტალიური სპორტული გამოცემა Football Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნმა მარიო მანჯუკიჩის შეძენა გადაიფიქრა. წყაროს ინფორმაციით ბავარიელები ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გაცილებით უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელს ეძებენ, ვიდრე 33 წლის ხორვატია.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არაერთხელ დაიწერა, რომ სამხრეთელები თავდასხმის გაძლიერებას მარიო მანჯუკიჩით აპირებდნენ, რომელიც თავის მხრივ ყოველთვის სიმპატიებით იყო განწყობილი გერმანული გრანდის მიმართ და დაბრუნების მზადყოფნა ბევრჯერ გამოუთქვამს.

transfermarkt-ის ინფორმაციით 33 წლის ფორვარდის რეკორდმაისტერში ტრანსფეროს ალბათობა 21%-ს შეადგენს, თუმცა როგორც ჩანს მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობა გუნდის გაახალგაზრდავებას ანიჭებს უპირატესობას და მანჯუკიჩის ტრანსფერიც აღარ შედგება.

ამ დრომდე თავდამსხმელის პოზიციაზე ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად ლაიპციგის 23 წლის ფორვარდი ტიმო ვერნერი განიხილება. გერმანელი თავდამსხმელი transfermarkt-ის ინფორმაციით € 65 მილიონი ევრო ღირს. ამავე წყაროს ინფორმაციით ვერნერის რეკორდმაისტერში ტრანსფერის ალბათობა 40%-ს შეადგენს, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერნერის ბაიერნში გადმობარგება არ გაოფიციალურებულა.
1
0

-ss- (20 აგვისტო 2019 18:43)

დაბერდა მანჯუ, იმედია ვერნერის ტრანსფერი მართლა გამოვა bayern

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..