» » Bild: ბაიერნი ლეროი სანეს გადმობირებას ზამთარში ეცდება

Bild: ბაიერნი ლეროი სანეს გადმობირებას ზამთარში ეცდება

21-08-2019, 10:46
0243
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენური გრანდის მესვეურები ახალგაზრდა შემტევის გადმობირებას ცდას არ დააკლებენ. წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება რომ ბავარიელები ახალგაზრდა გერმანელის გაფორმებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ეცდებიან.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 23 წლის შემტევმა ინგლისის სუპერთასზე ლივერპულის წინააღმდეგ მუხლზე ჯვარედინა მყესები გაიწყვიტა და ტრავმის შემდეგ უმალვე დაიწერა პრესაში, რომ რეკორდმაისტერმა სანეს შეძენა გადაიფიქრა Bild-ის ინფორმაციის ბავარიელებს კვლავ სურთ სანეს მიუნხენში ხილვა.

ამ მომენტისთვის თითქმის არაფერია ცნობილი მოლაპარაკებების პროცესის შესახებ. ერთი რამ კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეკორდმაისტერის მიმდინარე სეზონის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში აქტიურად ცდილობდა 23 წლის გერმანელის გადმობირებას და რომ არა მძიმე ტრავმა გამორიცხული არაა ლეროი სანესთვის ბავარიელებს არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა გადაეხადათ.

Bild-ის ინფორმაციით გერმანელ ფეხბურთელს ოპერაცია ავსტრიაში წარმატებით ჩაუტარდა, თუმცა მეთვალყურეობის ქვეშ კიდევ რამდენიმე დღე მოუწევს კლინიკაში დარჩენა. რაც შეეხება სარეაბილიტაციო პერიოდს და მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღს ჯერ-ჯერობით უცნობია.

გაცნობებთ, რომ transfermarkt-ის ინფორმაციით ლეროი სანეს მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერის ალბათობა 38% შეადგენს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..