» » ბერტი ფოგტსი ფილიპე კოუტინიოს აკრიტიკებს

ბერტი ფოგტსი ფილიპე კოუტინიოს აკრიტიკებს

21-08-2019, 11:01
0361
გერმანიის ნაკრების მცველმა და ყოფილმა მწვრთნელმა ბერტ ფოგტსმა ფილიპე კოუტინიოს მიუნხენის ბაიერნში იჯარის წესით გადმოსვლა შეაფასა. 72-წლის სპეციალისტის თქმით წარმოშობით ბრაზილიელი ფეხბურთელის გადმოსვლა ბაიერნში კოუტინიოს ბარსელონაში მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს.

"ერთი შეხედვით კოუტინიოს არენდა ბუნდესლიგისთვის შესანიშნავ გარიგებად ჩანს, მაგრამ მინდა დავსვა შეკითხვა: რატომ ტოვებს 27 წლის ფეხბურთელი ისეთ მსოფლიო დონის კლუბს როგორიც ბარსელონაა? იმიტომ, რომ კოუტინიომ ბარსელონაში დარჩენის ყველანაირი იმედი დაკარგა".

"შესაძლოა, კოუტინიო მსოფლიო დონის ვარსკვლავი კი არა, ახალი სეზონიდან კატალონიური კლუბის სათადარიგო ფეხბურთელია", - ამბობს ფოგტსი.

"იდენტური სიტუაცია იყო ხამესთან დაკავშირებითაც, როდესაც ორი წლის წინ მადრიდის რეალიდან მიუნხენში გადმოვიდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ბრაზილიელი სარგებელს მოუტანს ბაიერნს და პროგრესირებას შეძლებს", - დაამატა 72 წლის ყოფილმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ფილიპე კოუტინიო იჯარის წესით რეკორდმაისტერმა ერთი წლის ვადით აიყვანა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სურვილის შემთხვევაში მიუნხენელებს 27 წლის შემტევის გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..