» » BILD: ჰიტცფელდი მიუნხენის ბაიერნს აკრიტიკებს

BILD: ჰიტცფელდი მიუნხენის ბაიერნს აკრიტიკებს

21-08-2019, 13:47
4412
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა BILD მიუნხენის ბაიერნის ყოფილი მთავარი მწვრთნელის ოტმარ ჰიტცფელდის კომენტარს ავრცელებს. 70 წლის სპეციალისტი რეკორდმაისტერს სანეს ტრანსფერთან დაკავშირებით აკრიტიკებს და გასული კვირების მოლაპარაკებებს დროის ფუჭად დაკარგვად მიიჩნევს.

ჰიტცფელდმა ორ კლუბთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, შვითჯერ ბუნდესლიგის ტიტული - ეს იმ ტიტულების ჩამონათვალია, რომლითაც მსოფლიოში ბევრი მწვრთნელი ვერ დაიკვეხნის. 70-წლის სპეციალისტი რეკორდმაისტერს 1998-2004 და 2007 წლის იანვრიდან 2008 წლის ივნისამდე წვრთნიდა.

BILD-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში ოტმარ ჰიტცფელდის კრიტიკის საბაბი მანჩესტერ სიტის 23 წლის გერმანელი შემტევია, რომლის ტრანსფერიც ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ არ გაოფიციალურდა.

ტელეარხ Nitro-თან ჰიტცფელდმა განაცხადა: "შესაძლებელი იყო ბაიერნს გაცილებით ადრე შეეთავაზებინა კონკრეტული წინადადება და პირობები. ბოლო ვადა არის აქამდე, ხოლო შემდეგ ფეხბურთელს ოფიციალურად ვიფორმებთ".

"ბაიერნს, რომ თადარიგი დაეჭირა, შესაძლებელია, ალტერნატივის ძიების მეტი საშუალება ყოფილიყო და საჭირო მოქმედებები დროულად გაკეთებულიყო", - დაასრულა 70 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში რეკორდმაისტერი მანჩესტერ სიტისთან "პოკერს" თამაშობდა. მოლაპარაკებების ბოლო ფაზაში, როდესაც თითქოსდა ყველა საკითხი გარკვეული იყო პრობლემა ლეროი სანეს ტრავმა აღმოჩნდა და რეკორდმაისტერმა კატალონიური კლუბიდან ფილიპე კოუტინიო აიყვანა არენდით.
2
0

Bavaria 333 (21 აგვისტო 2019 16:26)

ფულის გადახდა არ უნდათ 5 მილიონიანი არენდები ურჩევნიათ და მაგიტომაც გაწელეს რო ჟმოტები არიან
0

Makaay 11 (21 აგვისტო 2019 15:20)

კაია ძAან იმედია ეს ლაწირაკი დაამთAვრებს კარიერას
0

muller13 (21 აგვისტო 2019 15:10)

მეტი ლოგიკა რაღა უნდათ. თავის დროზე იყო გასაკეყებელი ეს ტრანსფერი
0

Bavaria 333 (21 აგვისტო 2019 14:27)

აჰა ესეც მე ვარ,ეხლა ჰიტცფელდს დაუწყებენ კრიტიკას,ეს როგორ აკადრა ბაიერნის ხელმძღვანელობასო ab

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.