» » Kicker : კლოპი ფილიპე კოუტინიოს შესახებ საუბრობს

Kicker : კლოპი ფილიპე კოუტინიოს შესახებ საუბრობს

22-08-2019, 12:07
0327
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის შესახებ საუბრობს და ხსენებული ფეხბურთელის მიმართ საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს.

"ფილიპე - არის მოედანზე წარმოდგენლი დომინანტი ფეხბურთელი, რომელიც გუნდს ეხმარება და თამაშში გადამწყვეტი როლი ეკისრება. იგი ძალიან ძლიერია ახლო მონაკვეთებზე მოქმედების დროს, თუმცა ასევე გამოირჩევა ფართო სივრცეში საჭირო სისწრაფითაც. დელ-პიეროს შემდგომი პერიოდიდან მოყოლებული, მე არ მინახავს ფეხბურთელი, რომელიც ამ სიხშირით და ასე ზუსტად გზავნიდეს ბურთს კარის კუთხეში, ურთულესი პოზიციებიდან. "-ციტირებს გამოცემა Kicker იურგენ კლოპის სიტყვებს.

"ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, თუმცა ჩვენ ვერ მივცემდით თავს უფლებას განგვეხორციელებინა ეს ტრანსფერი. ამ მომენტისათვის ჩვენ უკვე დავხარჯეთ ის თანხა რაც კოუტინიოს სანაცვლოდ მივიღეთ. იგი ბრწყინვალე ფეხბურთელია. ჩვენ არ გვსურდა მისი გაყიდვა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ "ბარსელონამ" უბრალოდ სხვა გზა არ დაგვიტოვა, შემოგვთავაზა რა ძალიან დიდი თანხა. კოუტინიოს აქვს უნარი მატჩში გარდამტეხი როლი იკისროს. ეს ძალიან ცუდი ტრანსფერია დორტმუნდის "ბორუსიასათვის", თუმცა ბრწყინვალეა "ბაიერნისთვის" და ზოგადად ბუნდესლიგისთვის."-აღნიშნავდა კლოპი რამდენიმე დღის წინ გამოცემა Sport.es სთან საუბროს დროს.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..