» » რობენი : გვარდიოლა ბრწყინვალე სპეციალისტია

რობენი : გვარდიოლა ბრწყინვალე სპეციალისტია

22-08-2019, 12:27
0158
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი, ინტერნეტ-პორტალ Goal-თან მიცემულ ინტერვიუში პეპ გვარდიოლას შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისთვის ხსენებული პიროვნება საუკეთესო სპეციალისტია. რობენმა განაცხადა, რომ გვარდიოლასთან მუშაობის დროს მან ძალიან დიდი პროგრესი განიცადა.


"თუ მკითხავთ ვინ იყო ჩემთვის საუკეთესო მწვრთნელი, მაშინ დავასახელებდი პეპ გვარდიოლას. ყველაზე მეტად სწორედ მასთან მუშაობა მსიამოვნებდა. იგი ბრწყინვალეა. როდესაც პეპი "ბავარიაში" მოვიდა მაშინ მე 30 წლის ვიყავი. როგორც წესი, ამ ასაკში მყოფი ფეხბურთელი არსებული ფორმის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, მაგრამ მასთან ერთად მე უკეთ თამაში დავიწყე. ვთამაშობდი ისეთ პოზიციებზე , როგორზეც ადრე არასდროს მიფიქრია. გვარდიოლა ჩემთვის საუკეთესო იყო."-ციტირებს გამოცემა Goal არიენ რობენის სიტყვებს.

არიენ რობენმა, რომელიც მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში 2009-2019 წლებში მოღვაწეობდა, აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა და ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.შეგახსენებთ, გვარდიოლასთან ერთად იგი 2013-2016 წლებში მუშაობდა.
2

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.