» » ბაიერნი მარკ როკას იმატებს?

ბაიერნი მარკ როკას იმატებს?

23-08-2019, 17:25
1362
როგორც ინტერნეტ გამოცემები AS & TZ იუწყებიან, პორტუგალიელი ნახევარმცველის რენატუ სანჩესის შესაძლო წასვლის შემდეგ, მარკ როკა კვლავ „ბავარიის“ სამიზნე ხდება. „ესპანიოლი“ ნახევარმცველში 40 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ „ბავარია“ მზადაა აღნიშნული თანხა, მხოლოდ სანჩესის წასვლის შემდეგ გადაიხადოს.

„ბავარიას“ მიღწეული აქვს შეთანხმება ფეხბურთელთან და მისი მიუნხენურ კლუბში გადმოსვლა შემდეგ კვირაში ევროპის ლიგის კვალიფიკაციის მატჩის შემდეგ გახდება შესაძლებელი იუწყება გამომცემლობა.

აღნიშნულ ინფორმაციას ამტკიცებს ასევე ცნობილი გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Bild-იც, რომ მარკ როკა „ინტერს“ და „რეალს“, „ბავარიაში“ გადმოსვლას ამჯობინებს. ესპანელს სურს ტიაგოსთან და კაუტინიოსთან ერთად ითამაშოს, მან ასევე იცის, თუ როგორ აფასებს მას ნიკო კოვაჩი. ამ ეტაპზე კლუბებს შორის მოლაპარაკებები არ არსებობს, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს სანჩესის წასვლის შემდეგ.

ჰასან სალიხამიჯიჩი ფეხბურთელის წარმომადგენლებს ივნისში შეხვდა, მაგრამ 18 მილიონიანი წინადადება უარყოფილი იქნა. ამჟამად, „ესპანოილი“ მზადაა განიხილოს 30 მილიონიანი შემოთავაზება ფეხბურთელში ნათქვამია Bild-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში.
2
0

qutaturi (23 აგვისტო 2019 18:18)

აუ ჰასანა რა კაცია დდდდდდდდ

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..