» » ოფიციალურად: სანჩესი "ლილის" ფეხბურთელია

ოფიციალურად: სანჩესი "ლილის" ფეხბურთელია

24-08-2019, 10:51
0214
მიუნხენის "ბაიერნის" პორტუგალიელი ნახევარმცველი რენატუ სანჩესი "რეკორდმაისტერს" ემშვიდობება და საკუთარ კარიერას ფრანგულ საფეხბურთო კლუბ "ლილის" შემდგენლობაში განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

სახელდება კონკრეტული სატრანსფერო თანხაც 20 მილიონი ევროს ოდენობით. აღსანიშნავია ისიც, რომ რენატუ "ლილის" რიგებში 2023 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს. 22 წლის ნახევარმცველის ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე.

"რენატუ სანჩესმა მოგვმართა თხოვნით, რაც უკავშირდებოდა მის ტრანსფერს კლუბში, სადაც მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნებოდა. სამწუხაროდ ამის გარანტიას "ბავარიაში" მას ვერ ვაძლევდით. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სათამაშო პრაქტიკა, რადგანაც მას ევრო-2020 წლის ჩემპიონატზე, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება სურს. მე მადლიერი ვარ მის მიერ გაწეული სამსახურით და სრულიად "ბაიერნის" სახელით შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ."-აღნიშნავდა რუმენიგე ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში.

რენატუ სანჩესი მიუნხენის "ბაიერნს" 2016 წელს შემოურთდა. 2018/2019 წლებში ახალგაზრდა ნახევარმცველმა ორი გოლის გატანა და სამი შედეგიანი გადაცემის განხორციელება მოახერხა. საერთო ჯამში კი გასულ სეზონში 24 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა.
2

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.