» » რობენი : კოუტინიოს დიდი პოტენციალი გააჩნია

რობენი : კოუტინიოს დიდი პოტენციალი გააჩნია

27-08-2019, 12:04
0247
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული არიენ რობენი გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. ვეტერანმა შემტევმა კომენტარი გააკეთა ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ფეხბურთელი "ბავარიის" საკვანძო მოთამაშე გახდება.


"კოუტინიო ძალიან დიდი პოტენციალის მატარებელი ფეხბურთელია, თუმცა მას გარკვეული დრო ესაჭიროება. დარწმუნებული ვარ იგი ძალიან ბევრ შეხვედრაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, "ბავარიაში" ჩემს ფავორიტ ფეხბურთელთან დაკავშირებით - ეს თომას მიულერია. მას აქვს ისეთი თვისებები, რომლითაც არცერთი სხვა ფეხბურთელი არ გამოირჩევა. მოედანზე თავისი მოქმედებით, იგი ძალიან ხშირად ქმნის თავისუფალ სივრცეებს, იხევს მოედნის ცენტრალურ ზონაში და დაცვაშიც იღებს მონაწილეობას. მეტოქეს მუდამ უჭირს მის წინააღმდეგ თამაში."-ციტირებს არიენ რობენის სიტყვებს გამოცემა Bild

შეგახსენებთ, 35 წლის არიენ რობენმა რამდენიმე თვის წინ საკუთარი პროფესიული კარიერა ოფიციალურად დაასრულა. მან "რეკორდმაისტერის" რიგებში 10 წლის მანძილზე იასპარეზა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..