» » ერნანდესი : "ბაიერნი" უდიდესი კლუბია

ერნანდესი : "ბაიერნი" უდიდესი კლუბია

27-08-2019, 12:23
1181
მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეული ლუკას ერნანდესი გერმანული სპორტული გამოცემის TZ -ს სტუმარია. ერნანდესი პირველ შთაბეჭდილებებზე საუბრობს და ასევე იხსენებს გადაწყვეტილების მიღების პერიოდს, რა დროსაც იგი "ბავარიაში" ასპარეზობას დათანხმდა .


"არ არის დიდი დრო საჭირო, იმისათვის რომ გააცნობიერო თუ რა მასშტაბის კლუბია "ბავარია". პირველი დღეებიდან აქ წარმატება გწყურია. მსურს "ბაიერნთან" ერთად ყველაფერი მოვიგო, სწორედ ამიტომ მოვედი აქ. სეზონი სულ ახლახანს დაიწყო, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ყველა ტურნირზე ბოლომდე ვიასპარეზებთ."

"ცხოვრების ნახევარი მადრიდში გავატარე. უნდა ვაღიარო, რომ "ატლეტიკოს" ახალი პროექტი ძალზედ პერსპექტიულად გამოიყურებოდა, თუმცა ბოლოს მაინც მივიღე ის გადაწყვეტილება რაც ყველასთვის ცხადია. ეს არ ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ამაში ჩემი ოჯახიც მონაწილეობდა. გვსურდა ახალი ქვეყანა გაგვეცნო, თავისი ახალი კულტურით. "ბაიერნი" ევროპის ხუთ უდიდეს კლუბთაგან ერთერთია. აქ იმისთვის ვარ, რომ გავიმარჯვო. ეს ყველაზე მთავარია."-ციტირებს გამოცემა TZ ლ. ერნანდესის სიტყვებს.

23 წლის ფეხბურთელი მიუნხენის "ბაიერნს" მადრიდის "ატლეტიკოდან" შემოუერთდა. ერნანდესი "ბავარიაში" 2024 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს. ცენტრალური მცველის ტრანსფერისათვის "რეკორდმაისტერმა" 80 მილიონი ევრო გაიღო.
1
1

muller13 (27 აგვისტო 2019 13:05)

წარმატებები

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.