» » FCB: ბოატენგმა ვარჯიში განაახლა

FCB: ბოატენგმა ვარჯიში განაახლა

27-08-2019, 13:09
0130
ჟერომ ბოატენგთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაციას ვრცელებს გერმანული გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი. ორშაბათს, 30 წლის ცენტრალურმა მცველმა ვარჯიში განაახლა! შეგახსენებთ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ბოატენგმა ორი ორთაბრძოლა გამოტოვა. იგი წარმოდგენილი არ ყოფილა, არც "შალკესთან" გამართულ პაექრობაში და არც "ვოლფსბურგთან" ჩატარებულ მატჩში.


მაშინ როდესაც, ჟერომ ბოატენგის თანაგუნდელები მძიმე დღეების შემდეგ დამასხურებულად ისვენებდნენ, ხსენებული ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ზებენერშტრასეზე მუშაობდა. ნიკო კოვაჩის ასისტენტის, ჰანს ფლიკისა და ექიმ ჰოლგერ ბროიხის მეთვალყურეობის ქვეშ, ბოატენგმა რამდენიმე ვარჯიში შეასრულა. ძირითადად ეს იყო ფიტნესს დავალებები და ასევე კოორდინაციის გასაუმჯობესებელი დატვირთვები.

FCB: ბოატენგმა ვარჯიში განაახლა
1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.