» » ბავარია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბ" ჯგუფში მოხვდა

ბავარია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბ" ჯგუფში მოხვდა

30-08-2019, 12:18
0231
ჩემპიონთა ლიგაზე „ბავარიის მეტოქეები ცნობილია - „ტოტენხემი“, „ოლიმპიაკოსი“ და „ცრვენა ზვეზდა“ – ეს ის კლუბებია, რომელთანაც რეკორდმაისტერი ჯგუფურ ეტაპს გაივლის. გერმანიის ჩემპიონი „ბ“ ჯგუფში მოხვდა.

მე-2 კალათიდან „ბავარიას“ გასული წლის ფინალისტი „ტოტენხემი“ შეხვდა. წარსულში მიუნხენელები ინგლისელებს ევროთასებზე 4-ჯერ შეხვდნენ (2 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება), თუმცა ეს 30 წლის წინათ იყო. მათი ბოლო შეხვედრა „ტოტენხემთან“ აუდის თასის ფინალში გახლდათ, რომელიც პენალტების სერიით დასრულდა (5:6).

საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონი „ოლიმპიაკოსი“ „ბავარიას“ მე-3 კალათიდან შეხვდა. ბერძნულ კლუბეთან მიუნხენელებს შესანიშნავი სტატისტიკა აქვთ - 4 მოგება 4 მატჩში. 2015/16 წლის სეზონში ჯგუფურ ეტაპზე რეკორდმაისტერმა 2 მოგება იზეიმა 3:0 და 4:0 ანგარიშით.

მე-4 მეტოქე სერბიის ჩემპიონი „ცრვენა ზვეზდაა“. ამ კლუბთან 5 მატჩში „ბავარიამ“ 2-ჯერ იზეიმა მოგება, 2-ჯერ მარცხი იგემა და 1 კი ფრედ დასრულდა. ბოლო მატჩი აღნიშნულ კლუბთან 2007/08 წლებში 3:2 ანგარიშით დასრულდა.

ჯგუფური ეტაპის პირველი თამაშები 17/18 სექტემბერსაა ჩანიშნული. ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბულში ათათურქის სტადიონზე გაიმართება. ხოლო, ტურნირის ელჩი ყოფილი ბავარიელი ხამიტ ალტინტოპი გახდა.
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.