» » FCB: ოლივერ კანი ბაიერნის თვითმმართველობის წევრი გახდება

FCB: ოლივერ კანი ბაიერნის თვითმმართველობის წევრი გახდება

30-08-2019, 15:30
2229
სამშაბათს ბაიერნის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომისას წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ოლივერ კანის თვითმმართველობის წევრად დანიშვნის შესახებ. რეკორდმაისტერის ლეგენდამ ხუთ-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.

მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით საწყის ეტაპზე კანი თვითმმართველობის წევრი იქნება, ხოლოდ კარლ-ჰაინც რუმენიგეს მიმდინარე კონტრაქტის (2021 წლის 31 დეკემბერი) დასრულების შემდეგ ყოფილი გოლკიპერი თვითმმართველობის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ული ჰიონესი: "დარწმუნებულები ვართ, რომ ოლივერ კანის სახით პერსპექტივაში შესანიშნავი გადაწყვეტილება მივიღეთ. ოლივერი ჩვენი გუნდის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ. წლების განმავლობაში იგი ბაიერნისა და გერმანიის კაპიტანი იყო. მან მოიგო თითქმის ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა, ყოველთვის დიდი მონდომებითა და სულისკვეთებით თამაშობდა. ოლივერ კანმა იცის ფეხბურთი, მასში ბაიერნის დე ენ ემია. დარწმუნებულები ვართ, რომ კანი სწორედ ის ადამიანია, რომელიც უნდა წარუძღვეს რეკორდმაისტერს მომავალში".

ოლივერ კანი: "ჩემთვის დიდი პატივია თვითმმართველობაში ადგილის დაკავება, ხოლო შემდეგ ბაიერნის თვითმმართველობის საბჭოს თავმჯდომარეობა. მინდა მადლობა ვუთხრა სამეთვალყურეო საბჭოს ული ჰიონესის ხელმძღვანელობით, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. რეკორდმაისტერთან მჭიდროდ ვარ დაკავშირებული, კლუბმა, რომელმაც ჩემზე და ჩემს ცხოვრებაზე ძლიერი გავლენა იქონია. სპორტული და ეკონომიკური წარმატებები, მჭიდრო კავშირში გულშემატკივრებთან, პასუხისმგებლობა კლუბის ისტორიისა და ფასეულობების მიმართ - ყველაფერი ეს განასხვავებს ბაიერნს. სწორედ ამ ღირებულებების გაგრძელება მსურს მომავალში ჩემს კოლეგებთან და სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად".
1
0

Bavaria 333 (2 სექტემბერი 2019 02:59)

კარგია ძალიან,კანის სასტავმა უნდა გადაიბაროს ბაიერნის ბოსობა,ლამმა და ამათმა
0

გივი ჩვენ ვართ გივი (31 აგვისტო 2019 09:51)

ეს არის ძალიან კარგი ამბავი რაღაცნაირად უნდა მოხდეს ჰიონესის შეცვლა რაც შეიძლება სწრაფად რობენის მოყვანის მერე ეგეთი მაგარი ამბავი ბაიერნში აღარ მომხდარა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.