» » Welt: მანუელ ნოიერი საკუთარ მომავალზე საუბრობს

Welt: მანუელ ნოიერი საკუთარ მომავალზე საუბრობს

9-09-2019, 10:45
0213
მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების კარის დარაჯმა ცნობილ გერმანულ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში საკუთარ მომავალზე ისაუბრა. 33 წლის გერმანელი კიპერის თქმით მიუხედავად ასაკისა, როდესაც მოედანზე გამოდის გრძნობს, რომ საკუთარი თამაშის ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია.

"როდესაც შენ აღარავის ჭირდები და შენ ამას გრძნობ საკმაოდ რთულია ყოველდღიური სამუშაოსთვის მოტივაციის პოვნა. პირიქით როდესაც შენი გამოცდილება მოთხოვნადია და ფეხბურთელებს სჭირდები, სწორედ ეს ხდება ენერგიის წყარო. ვგრძნობ, რომ გერმანიის ნაკრებში მოთხოვნადი ვარ და ჩემი ასპარეზობით ყველა გახარებულია".

"გამოცხადებულ ნდობას აშკარად კარგი თამაშით უნდა ვუპასუხო. ის ფაქტი, რომ ამდენი ხანია ფეხბურთს ვთამაშობ ჩემი ამ სპორტისადმი სიყვარულის გამოხატულებაა. აღელვებული ვარ, როდესაც ვარჯიშზე ან შეხვედრაზე გამოვდივარ. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

"მე 33 წლის ვარ, მაგრამ როდესაც მინდორზე გამოვდივარ ყოველთვის ვგრძნობ, რომ საკუთარი თამაშის ხარისხის გაუმჯობესება შემიძლია. ისევე, როგორც 10 წლის წინ ახლაც ვბრაზდები იმაზე რაც არ გამომივიდა და მიხარია ის რაც კარგად გავაკეთე. ჩემი ამბიციები ერთგვარი ინდიკატორია ჩემთვის. მინდა მანამდე ვითამაშო, სანამ ჯანმრთელობა შემიწყობს ხელს, ვიქნები ბედნიერი და მოთხოვნადი".

"ახალგაზრდობაში ამხელა ძალისხმევა არ გჭირდება, რომ ფორმაში იყო. დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება, ეს უკვე შევატყვე. ახლა ყველაფერს დიდი ყურადღებით უნდა მიუდგე", - განაცხადა მანუელ ნოიერმა Welt-თან საუბარში.
2

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.