» » Gracenote Live: სერჟ გნაბრიმ XXI საუკუნის საუკეთესო რეზულტატი აჩვენა

Gracenote Live: სერჟ გნაბრიმ XXI საუკუნის საუკეთესო რეზულტატი აჩვენა

10-09-2019, 10:17
0284
ევრო 2020 შესარჩევის ეგიდით გამართულ შეხვედრაში გერმანიის ეროვნული ნაკრები ჩრდიოლოეთ ირლანდიას ეთამაშა. ბუნდესმანშაფტმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და აქტივში მორიგი სამი ქულა ჩაიწერა. ამ სასიხარულო ფაქტს სერჟ გნაბრის ისტორიული მიღწევაც დაემატა, რომელიც Gracenote Live-ს ინფორმაციით XXI საუკუნის საუკეთესო რეზულტატია.

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა აღნიშნულ შეხვედრაში მეორე გოლი გაიტანა. რეკორდმაისტერის შემტევისთვის ეს გოლი ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული უკანასკნელი 10 შეხვედრიდან მეცხრე აღმოჩნდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ საუკუნეში ასეთი რეზულტატი არავის დაუფიქსირებია.

Gracenote Live: სერჟ გნაბრიმ XXI საუკუნის საუკეთესო რეზულტატი აჩვენა


შეგახსენებთ, რომ C ჯგუფში გერმანიის ეროვნული ნაკრები პირველ პოზიციას ინარჩუნებს. მიმდინარე შესარჩევში იოჰიმ ლიოვის შეგირდებმა მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს ჰოლანდიის ნაკრებთან (2:4). გერმანელებს მომავალი შეხვედრის გამართვა 13 ოქტომბერს სტუმრად ესტონეთის წინააღმდეგ მოუწევთ.
1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.