» » ფილიპე კოუტინიო: კლოპმა წარმატებები მისურვა

ფილიპე კოუტინიო: კლოპმა წარმატებები მისურვა

11-09-2019, 15:43
0313
მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში მისი ყოფილი გუნდის მთავარ მწვრთნელზე იურგენ კლოპზე ისაუბრა. ბრაზილიელი შემტევის თქმით რეკორდმაისტერში გადმოსვლის შემდგომ გერმანელმა სპეციალისტმა მას მიულოცა და წარმატებები უსურვა.

"მიუნხენის ბაიერნში გადმოსვლის შემდეგ კლოპმა მომწერა და წარმატებები მისურვა. მან მითხრა, რომ ბაიერნი დიდი გუნდია, ხოლო ბუნდესლიგა შესანიშნავი ჩემპიონატია. იურგენი ძალიან გახარებულია ჩემი მიუნხენში გადმოსვლით".

"კლოპი შესანიშნავი მწვრთნელია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ნამდვილი ლიდერი. მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური კუთხით. გერმანელმა ლივერპული შეცვალა, კლუბში ახალი სიცოცხლე შთაბერა და ძველებურად ძლიერი გახადა. ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან მუშაობა".

"კლოპს უნიკალური ფსიქოლოგია აქვს. ყოველთვის ახერხებს სწორი სიტყვების მოძებნას მატჩამდე და მატჩის შემდგომაც. მუხლჩაუხრელად შრომობს და ყოველთვის მაქსიმალურად კონცენტრირებულია. მისი ვარჯიშები საკმაოდ ინტენსიურია. ყოველთვის ახერხებს შემდეგი მეტოქსითვის გუნდის განწყობას. სწორედ ამიტომ არის კლოპი წარმატებული".

"ჩემი ოცნებაა მიუნხენის ბაიერნთან ერთად მოვიგო ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა. მნიშვნელობა არ აქვს ვის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, ჩემი სურვილია, რომ გუნდს დავეხმარო", - განაცხადა ფილიპე კოუტინიომ BILD-თან ინტერვიუში.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..