» » ლევანდოვსკი: ვოცნებობ კლუბიდან რობერის მსგავსად გამაცილონ

ლევანდოვსკი: ვოცნებობ კლუბიდან რობერის მსგავსად გამაცილონ

12-09-2019, 09:32
0380
მიუნხენის ბაიერნისა და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა Sport1-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რეკორდმაისტერში თავს ბედნიერად გრძნობს და დიდი სურვილი აქვს, როდესაც დრო მოვა გერმანული გრანდიდან ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის მსგავსად გააცილონ.

"კლუბიდან ისე წასვლა, როგორც ეს რობენმა და რიბერიმ გააკეთეს ნამდვილად საოცნებოა. ჯერ-ჯერობით წასვლას არ ვაპირებ, თუმცა სიმართლე, რომ გითხრათ იმ დღეს თითქმის ვტიროდი, გაცილების დღე. არა მხოლოდ რიბერისთვის და რობენისთვის იყო სასიამოვნო, არამედ მთელი გუნდისთვის. ასეთი კარგი გაცილება რაღაც განსაკუთრებულია", - ამბობს ლევანდოვსკი Sport1-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ აწ უკვე რეკორდმაისტერის ლეგენდებმა არიენ რობენმა და ფრანკ რიბერიმ ზაფხულში მიუნხენის ბაიერნის რიგები დატოვეს. ჰოლანდიელმა შემტევმა გარემარბმა კარიერა დაასრულა, ხოლო ფრანკ რიბერი თავისუფალი აგენტის სტატუსით ფიორენტინაში გადავიდა და ფეხბურთის თამაშს განაგრძობს.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..