» » ბენჟამინ პავარი: მალე ძველ კოუტინიოს ვიხილავთ

ბენჟამინ პავარი: მალე ძველ კოუტინიოს ვიხილავთ

12-09-2019, 09:38
0481
მიუნხენის ბაიერნისა და საფრანგეთის ნაკრების მცველმა, ბენჟამინ პავარმა, ცნობილ სპორტულ ინტერნეტ გამოცემა goal.com-თან ინტერვიუში ფილიპე კოუტინიოზე ისაუბრა. ფრანგი ფეხბურთელის თქმით რეკორდმაისტერის გულშემატკივარი ძველ ფილიპე კოუტინიოს სულ მალე იხილავს.

"კოუტინიო პატარა ჯადოქარია. ძალიან თავმდაბალია და ნამდვილად კარგი პიროვნება. ეჭვგარეშე შესანიშნავი ფეხბურთელი. მისთვის ბურთის წართმევა საკმაოდ რთულია. ფილიპე ჯერ კიდევ არ არის 100%-ით მზად, მას კიდევ რამდენიმე მატჩი სჭირდება, რადგან გუნდს საკმაოდ გვიან შემოუერთდა".

"დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე კვირაში რეკორდმაისტერის გულშემატკივარი ძველ ფილიპე კოუტინიოს იხილავს, მსოფლიო დონის ვარსკვლავს", - ამბობს პავარი.

"კოუტინიოს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. მას რამდენიმე ვარჯიშია ვიცნობ და ჩემს სიტყვებში უკვე დარწმუნებული ვარ. ბრაზილიელს წარმოუდგენელი დონე აქვს, რასაც მალე ყველას დაანახებს", - დაამატა ფრანგმა მცველმა goal.com-თან საუბრისას.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..