» » ფოტო მიმოხილვა: ბაიერნი 3 - 0 ცრვენა ზვეზდა

ფოტო მიმოხილვა: ბაიერნი 3 - 0 ცრვენა ზვეზდა

მიუნხენის ბაიერნმა მიმდინარე წლის ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო. 18 სექტემბერს რეკორდმაისტერმა ალიანს არენაზე ცრვენა ზვეზდას უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ბავარიელებიდან გოლის გატანა კინგსლი კომანმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და დამატებით დროში ტომას მიულერმა მოახერხეს.

მიუნხენელები ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას 1 ოქტომბერს ტოტენჰემის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. რეკორდმაისტერის მომავალმა მეტოქემ ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად ოლიმპიაკოსთან ითამაშა. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა, თუმცა საბოლოო ანგარიში 2:2 დაფიქსირდა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..