» » კომენტარები: "ბაიერნი" 3 - 0 "ცრვენა ზვეზდა"

კომენტარები: "ბაიერნი" 3 - 0 "ცრვენა ზვეზდა"

20-09-2019, 11:01
0384
უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი ორთაბრძოლა, მიუნხენის „ბაიერნსა“ და „ცრვენა ზვეზდას“ შორის გერმანელთა დამაჯერებელი გამარჯვებით ანგარიშით 3-0 დასრულდა. წარმოგიდგენთ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.

ნიკო კოვაჩი : - „ჩემი მილოცვა გუნდს, რომელმაც კარგი სტარტი აჩვენა უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში. შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ. ძალიან კარგია, რომ შევძელით ამ რაოდენობით სახიფათო მომენტების შექმნა. შესაძლებელი იყო კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა, თუმცა აღსანიშნავია რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები თავგამოდებით იცავდნენ თავს და სიღრმეში იყვნენ განლაგებულნი. ამჟამად ძალების აღდგენა გვმართებს, ამისათვის 72 საათი გვაქვს, შემდეგ კი „კიოლნთან“ გველის შეხვედრა.“


რობერტ ლევანდოვსკი -„ბრწყინვალედ ვითამაშეთ, მატჩის მსვლელობას სრულად ვაკონტროლებდით. ბევრი კარგი მომენტი შევქმენით, თუმცა მხოლოდ მათი მცირე ნაწილის გამოყენება მოვახერხეთ. გამუდმებით ვცდილობდით შეტევას, ხშირად კი არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებდით. არაუშავს, ეს წვრილმანებია. მთლიანობაში 3 გოლი გავიტანეთ, თავისუფლად შეგვეძლო ხუთი, ექვსი გოლის გატანა. დღევანდელი დღის მსგავსი მატჩები აუცილებელია იმისათვის, რომ სათანადოდ გავაანალიზოთ და გამოვიტანოთ საჭირო დასკვნები. მეორე გატანილი გოლის შემდეგ მოქმედება უფრო გაგვიადვილდა, მოხარული ვარ რომ კვლავ შევძელი მოწინააღმდეგე გუნდის კარის დალაშქვრა.“

თომას მიულერი- „როდესაც შეცვლაზე შემოვდივარ, ვალდებული ვარ გუნდს ახალი იმპულსი შევძინო. კონკრეტული მიზანი დავისახე, მიუხედავად იმისა თუ რამდენი წუთი მქონდა დარჩენილი , ჩვენი გუნდისათვის შეტევაში საჭირო იმპულსი უნდა მიმეცა. ჩემმა თანაგუნდელებმა ეს სათანადოდ მიიღეს. შესამჩნევი იყო, რომ თითოეულმა მათგანმა მოუმატა და რა თქმა უნდა ორმაგად სასიამოვნოა როდესაც გოლის გატანაც მოვახერხე.“

ვლადან მილოევიჩი („ცრვენა ზვეზდა“-ს მთავარი მწვრთნელი) - ვიცოდით თუ რა გველოდა წინ. ჩვენ ვთამაშობდით დიადი „ბაიერნის“ წინააღმდეგ, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. „ალიანც არენაზე“ ასპარეზობა უდიდესი გამოცდილებაა. ვმოქმედებდით უშიშრად და ვცდილობდით მაქსიმალურად კომპაქტურები ვყოფილიყავით. თამაშის კონტრშეტევებზე გადატანა გვსურდა, თუმცა ბურთს მყისიერად ვკარგავდით. საერთო ჯამში „ბავარიამ“ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.“
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..