» » კომენტარები : „ტოტენჰემი“ 2- 7 „ბაიერნი“

კომენტარები : „ტოტენჰემი“ 2- 7 „ბაიერნი“

2-10-2019, 10:34
0564
სამშაბათს 1 ოქტომბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური მატჩის ეგიდით გერმანიის „რეკორდმაისტერი“, „ტოტენჰემს“ ესტუმრა. შეხვედრა სტუმარი გუნდის მიერ მოპოვებული გამანადგურებელი გამარჯვებით, ანგარიშით 2-7 დასრულდა. წარმოგიდგენთ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.




ჰასან სალიჰამიჯიჩი - „პირველი ნახევარი საათის განმავლობაში თამაშში მანუმ დაგვტოვა. ამის შემდეგ კი უბრალოდ ბრწყინვალედ ვიასპარეზეთ. ვამაყობ გუნდით. მომენტები შესანიშნავად გამოვიყენეთ. ეს იყო მატჩი, რომელიც გახდა ერთგვარი ნიშანი ჩვენი კონკურენტებისთვის.“

ნიკო კოვაჩი -„რა თქმა უნდა, ამას არავინ მოელოდა. ვიცოდით თუ რა გველოდა აქ. თამაში ძალზედ ინტენსიური იყო, „ტოტენჰემი“ ჩვენზე დიდ ზეწოლას ახორციელებდა. მატჩის საწყის ეტაპზე აგრესიულობა გვაკლდა, ეს კი აუცილებელი ფაქტორია როდესაც ინგლისში გიწევს თამაში. ნახევარი საათის შემდეგ ჩვენმა გუნდმა შესანიშნავი თამაში დაიწყო. შესვენებამდე გატანილი მეორე გოლი, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. მეორე ტაიმში ვთამაშობდით ზუსტად ისე, როგორც ეს წარმომედგინა. ეს იყო გერმანული ფეხბურთისათვის ვარსკვლავური საათი, თუმცა ხვალიდან კვლავ ბუნდესლიგაზე გვმართებს აქცენტის გაკეთება. ამ წელს ჩვენს წინაშე დიდი მიზნებია დასახული, გვსურს ბევრს მივაღწიოთ.“

სერჟ გნაბრი -„შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ, მეტოქეზე განუწყვეტლივ დიდ ზეწოლას ვახორციელებდით. სწორედ ამიტომაც არის დაფიქსირებული შესატყვისი შედეგი. ეს ჩვენთვის სუპერმატჩი იყო. უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პირველ გატანილ გოლს დიდ ხანს ველოდი. ერთდროულად 4 გოლს კი ვერც წარმოვიდგენდი.“

მანუელ ნოიერი -„პირველ ტაიმში არასაკმარისად ვდომინირებდით. „ტოტენჰემს“ რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, მათ შეეძლოთ შესვენებაზე დაწინაურებულები გასულიყვნენ. მეორე ტაიმში კი ნამდვილად კარგად ვითამაშეთ. გასახდელიდან მეტად ცივსისხლიანები გამოვედით, რაც შეეხება გნაბრის მას უბრალოდ იდეალური დღე ჰქონდა. თუმცა გამოვყოფდი სხვა შემტევ ფეხბურთელებსაც, მათ შორის შეცვლაზე შემოსულებს, რომლებმაც ჩვენი თამაში კიდევ უფრო სტაბილური გახადეს.“

ნიკლას ზიულე -„ასეთ მატჩებს უამრავი ადამიანი უყურებს, ვიცოდით თუ რა გველოდა აქ. სრულიად 90 წუთის განმავლობაში არა, მაგრამ 60 წუთი მართლაც კარგად ვთამაშობდით. გნაბრის გამო უბედნიერესი ვარ, ეს მისი საღამო იყო. არის რამდენიმე ასპექტი რომლის გაუმჯობესებაც გვმართებს, თუმცა ეს იყო მატჩი რომელიც დიდ ბიძგს მოგვცემს. შეგვიძლია საკუთარი თავით ვიამაყოთ.“

მაურისიო პოჩეტინო -„ამ მატჩში უამრავი საგოლე მომენტი იყო. „ბავარიელები“ ძალზედ პრაგმატულად მოქმედებდნენ. შესვენებამდე მიღებულმა გოლმა კი გარდამტეხი როლი შეასრულა. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, აუცილებელია გავაანალიზოთ ის თუ რა მოხდა მეორე ტაიმში. გაწბილებულები ვართ, თუმცა საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება.“
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..