» » მათეუსი: ერიქსენის ტრანსფერს გამოვრიცხავ

მათეუსი: ერიქსენის ტრანსფერს გამოვრიცხავ

19-10-2019, 16:53
0142
გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლეგენდარული ლოთარ მათეუსი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, კრისტიან ერიქსენის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. მათეუსის განცხადებით, "ბაიერნის" მხრიდან მზგავსი აქტივობა მოსალოდნელი არ არის და ამის მიზეზებსაც განმარტვას.


"ამ ფეხბურთელს დიდი ხნია რაც ვაკვირდები, მიმდინარე წელს კი მან იმედები გამიცრუა. ერიქსენის ტრანსფერი მიუნხენური კლუბის რიგეში ყოველგვარ აზრს მოკლებულია. თუ კი ასეთი ფაქტი მაინც მოხდება ეს ჩემთვის ნამდვილი სიურპრიზი იქნება. ჩემი აზრით, კრისტიანი ვერ დაეხმარება "ბავარიას". თუ ეს ფეხბურთელი არასაკმარისად კარგია "ტოტენჰემისთვის" მაშინ იგი ცალსახად არასაკმარისად კარგი იქნება "ბაიერნისთვისაც". გარდა ამისა იგი არ გამოირჩევა სისწრაფით, ნიკო კოვაჩი კი აქცენტს სწრაფ მოთამაშეებზე აკეთებს."-ციტირებს გამოცემა Sport1.de ლოთარ მათეუსის სიტყვებს.

შეგახსენებთ კრისტიან ერიქსენის კონტრაქტს საფეხბურთო კლუბ "ტოტენჰემთან" 1 წელიწადში ვადა ეწურება, შესაბამისად ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას მრავალი კლუბი იჩენს. მათ შოორის არიან ტურინის "იუვენტუსი", მადრიდის "რეალი" და მანჩესტერ "იუნაიტედი".
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.