» » კომენტარები : „აინტრახტი“ 5 – 1 „ბაიერნი“

კომენტარები : „აინტრახტი“ 5 – 1 „ბაიერნი“

3-11-2019, 11:52
092
შაბათს, 2 ნოემბერს მიუხენის „ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონატის მეათე ტურის ეგიდით, ფრანკფურტის „აინტრახტს“ ეწვია. „რეკორდმაისტერისათვის“ ეს საღამო ნამდვილ კოშმარად იქცა. „აინტრახტმა“ სტუმარი გუნდი გამანადგურებელი ანგარიშით 5-1 დაამრცხა. წარმოგიდგენთ ორთაბრძოლის დასრულების შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.



ნიკო კოვაჩი : - „თამაშში კარგად შევედით, თუმცა 8 წუთის შემდეგ, ჩვენი გეგმა თავდაყირა დადგა. ფრანკფურტში ძალიან რთულია, 80 წუთის განმავლობაში, რიცხობრივ უმცირესობაში ასპარეზობა. მიუხედავად ორი გაშვებლი გოლისა პირველი ტაიმი ვფიქრობ, რომ მაინც კარგად ჩავატარეთ. ერთი გოლის გაქვითვა მოვახერხეთ და თამაშის გაკონტროლებაც შევძელით. მეორე ტაიმის დაწყებიდან 4 წუთის შემდეგ, ჩვენ კვლავ მივიღეთ ბურთი საკუთარ ბადეში. მიუხედავად წითელი ბარათისა, ჩვენ არ გვაქვს უფლება ანგარიშით 5:1 დავმარცხდეთ. დღეს ისე არ წარიმართა მოვლენები, როგორი მოლოდინიც გვქონდა. მეორე ნახევარში, ცუდი თამაში ვაჩვენეთ.“

მანუელ ნოიერი - „10 წუთის შემდეგ კაცნაკლულები დავრჩით. რა თქმა უნდა, ამ მოცემულობით თამაში მარტივი არ არის. მიუხედავად აღნიშნულისა დაუშვებელია ხუთი გოლის გაშვება. საგოლე მომენტები ჩვენც გვქონდა, რომლის რეალიზება ვერ მოვახერხეთ. არასაკმარისად კარგად ვმოქმედებდით დაცვაში. ახლა ყველას გვმართებს განვლილი მატჩის გაანალიზება და დაშვებული შეცდომების გამოსწორება შემდგომ ორთაბრძოლებში.“

ადი ჰიუტერი ( აინტრახტის“ მთავარი მწვრთნელი) – „ამას ნამდვილად არ ველოდით. ჩვენ გვქონდა განცდა, რომ საჭირო მომენტში „ბავარიაზე“ ზეწოლის მოხდენა შეგვეძლო. გამარჯვების გასაღები წითელი ბარათი იყო, რომელიც ჟერომ ბოატენგმა მიიღო. გარდამტეხი მომენტი კი მაშინ დადგა როდესაც ტაბლოზე 3:1 დაფიქსირდა. „ბაიერნს“ ჰქონდა რამდენიმე კარგი მომენტი. ულაპარაკოდ, ეს დიდებული გამარჯვებაა.“

ჯიბრილ სოუ ( აინტრახტი ) - "დღეს ყველაფერი გამოგვივიდა. წითელმა ბარათმა რა თქმა უნდა, ხელი შეგვიწყო. სახლში თამაშის დროს, ჩვენ შეგვიძლია მეტოქე წნეხის ქვეშ ვამყოფოთ. მოვახერხეთ და საკუთარი ძლიერი მხარეები წარმოვაჩინეთ. ვიცოდით, რომ ბაიერნის დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა თუ იდეალური დღე გვექნებოდა. დღეს სწორედ ასეთი - დღე იყო.“
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.