» » ოფიციალურად : ნიკო კოვაჩი გადადგა

ოფიციალურად : ნიკო კოვაჩი გადადგა

4-11-2019, 11:19
1158
ნიკო კოვაჩი მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას აღარ იკავებს. კვირას, 3 ნოემბერს, სწორედ ამგვარ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ „ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი, აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე და კლუბის სპორტული დირექტორი - ჰასან სალიჰამიჯიჩი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხორვატმა სპეციალისტმა თავად დააყენა თანამდებობიდან მისი გათავისუფლების საკითხი.


კარლ ჰაინც რუმენიგე -„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩვენი გუნდის მიერ დაფიქსირებული თამაში და შედეგები, აჩვენებდა რომ აუცილებელი იყო მოქმედება. სწორედ ამიტომ ული ჰიონესმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა და მე - ნიკო კოვაჩი მოვიწვიეთ, რომელთანაც სერიოზული და ღია საუბარი გვქონდა. ეს საუბარი დამთავრდა იმით, რომ ნიკო კოვაჩი ამიერიდან აღარ იკავებს „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას. ძალიან დამწუხრებულები ვართ იმით, რომ მოვლენებმა ამგვარი განვითარება ჰპოვა. „ბაიერნის“ სახელით მსურს კოვაჩს მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისათვის. განსაკუთრებით, გასულ სეზონში მოპოვებული დუბლის გამო.“

დროებით გუნდს ნიკო კოვაჩის ასისტენტი, ჰანს ფლიკი უხელმძღვანელებს. სწორედ ის მოამზადებს ბაიერნს ამ კვირაში გასამართი უმნიშვნელოვანესი ორთაბრძოლებისთვის. შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გერმანული გრანდი ჯერ ოლიმპიაკოსთან გამართავს პაექრობას, შემდეგ კი ბუნდესლიგის მატჩში დორტმუნდის „ბორუსიას“ შეერკინება.

„ჩვენი ფეხბურთელების მომავალი ასპარეზობით დადებითი მოლოდინი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ ისინი მოახდენენ კარგი თამაშის დემონსტრირებას, რათა შევძლოთ და მიმდინარე სეზონში დასახულ მიზნებს მივაღწიოთ“-აღნიშნავდა ჰასან სალიჰამიჯიჩი.

ნიკო კოვაჩი -„ვფიქრობ, რომ მოცემულ მომენტში ეს სწორი გადაწყვეტილებაა. გუნდის მიერ ბოლო დროს ნაჩვენებმა რეზულტატმა ამ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა. მე და ჩემი ძმა რობერტი დიდ მადლობას ვუხდით „ბაიერნს“ გასული წელიწადნახევრის გამო. აღნიშნული დროის მანძილზე გუნდმა მოიგო ჩემპიონატი, თასი და გერმანიის სუპერთასი. ეს კარგი დრო იყო. გუნდს და კლუბს მომავალ წარმატებებს ვუსრვებ.“
0
0

TOTALMAN (4 ნოემბერი 2019 14:38)

ეს კაია რო მოშორდა და წავიდა, მაგრამ საკითხავი ისაა ვის მოიყვანენ
ისე არ დაგვემართოს ახლა ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო facepalm facepalm

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.