» » Bild : ჰიონესი ნიკო კოვაჩის შესახებ საუბრობს

Bild : ჰიონესი ნიკო კოვაჩის შესახებ საუბრობს

5-11-2019, 16:40
085
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, ჟურნალიტებთან მიცემულ ინტერვიუში, ნიკო კოვაჩის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. "ბავარიელთა" ხელმძღვანელის განცხადებით, გადაწყვეტილებაში ყველა მხარე ერთსულოვანი იყო და არანაირი კითხვები არ დარჩენილა.

"ჩვენს მიერ პრესისთვის გაკეთებული განცხადება საკმაოდ ფართო იყო. ამჟამად არ შემიძლია გითხრათ თუ რა მოხდება უახლოეს პერიოდში. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი დრო გვაქვს. ნიკოსთან მუდამ კარგი ურთიერთობა გვქონდა, ჩვენ მივაღწიეთ საერთო შეთანხმებას და არაფერი გაურკვეველი ჩვენს შორის არ დარჩენილა. მას დღეს ტელეფონით ვესაუბრე, ყველაფერი რიგზეა."

"ვიგრძენი რომ იგი გათავისუფლდა ძალიან დიდი წნეხისგან. "ოლიმპიაკოსთან" და დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოახლოებული ორთაბრძოლებისთვის, ჩვენ მშვიდად გავაგრძელებთ მზადებას. მიმაჩნია, რომ "ფორტუნას" წინააღმდეგ ჩანიშნულ გასვლით მატჩში, რომელიც სამი კვირის შემდეგ შედგება, ჩვენ უკვე გვეცოდინება თუ როგორ დალაგდება სამწვრთნელო შტაბში მდგომარეობა."-ციტირებს გამოცემა Bild ული ჰიონესის სიტყვებს.
1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.