» » კომენტარები : ბაიერნი 4 - 0 დორტმუნდი

კომენტარები : ბაიერნი 4 - 0 დორტმუნდი

11-11-2019, 11:24
0152
შაბათს, 9 ნოემბერს გერმანიის ჩემპიონატის მე-11 ტურის ეგიდით მიუნხენის "ბაიერნმა" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძლეთა გამანადგურებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. წარმოგიდგენთ ორთაბრძოლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს.




ული ჰიონესი -"ეს იყო კლასის დემონსტრირება. გუნდი იბრძოდა სრული 90 წუთის განმავლობაში. მათ დორტმუნდის "ბორუსიას" თამაშში შესვლის საშუალებაც კი არ მისცეს. ნათელია რომ ჰანსი ფლიკმა საკუთარი გზა იპოვა გუნდში. ასისტენტის როლში მყოფმა ფლიკმა ფეხბურთელებთან საერთო ენა გამონახა, ახლა კი მოთამაშეებმა მას საქმით დაუფასეს. განვლილი ორი მატჩი კლუბის ხელმძღვანელობას მისცემს იმის საშუალებას, რომ ყველაფერი მშვიდად გავაანალიზოთ. დარწმუნებული ვარ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიიღება და მომავალი რამდენიმე კვირის მანძილზე პირველს ვისაც დაველაპარაკებით ეს სწორედ ჰანსი ფლიკი იქნება."

კარლ-ჰაინც რუმენიგე -"ფლიკმა გვითხრა, რომ ორივე მატჩი ( ოლიმპიაკოსთან და დორტმუნდის "ბორუსიასთან) მისთვის ერთგვარად ფინიშის ხაზზს წარმოადგენს. მან ეს ბარიერი დიდოსტატურად გადალახა. ჩვენ მომავალშიც მშვიდად განვაგრძობთ მასთან ერთად მუშაობას. ეს მატჩი განსაკუთრებული იყო სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებითაც. როდესაც ასეთ ორთაბრძოლაში ანგარიშით 4-0 იმარჯვებ, რა თქმა უნდა, კმაყოფილი რჩები. მაყურებელმა ზღვა ემოცია მიიღო."

ჰანსი ფლიკი - "დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია მიმზიდველი ფეხბურთის თამაში. 90 წუთის მანძილზე 4 ბურთით უკეთესები ვიყავით. ისღა დაგვრჩენია გუნდი შევაქოთ. ჩვენ მოვახდინეთ იმ გეგმის რეალიზება რაც დასახული გვქონდა. ოთხშაბათს კარგად ვაჩვენეთ, რომ დაცვით თამაშში დიდი ნაბიჯები გადავდგით წინ. დღეს ჩვენ ძალიან კარგად ვმოქმედებდით მეტოქის ნახევარზე. მოვახდინეთ ისეთი ფეხბურთის ჩვენება, რაც ასე მოსწონს გულშემატკივარს."

თომას მიულერი -"კომპლიმენტები გუნდს. ჩვენ ძლიან კარგად შევასრულეთ ის დავალება რაც მწვრთნელმა დაგვისახა. ძალიან თამამად ვთამაშობდით. მატჩამდე ვისაუბრეთ, რომ კაცური ფეხბურთის თამაში გვმართებდა. როდესაც "ბორუსიას" მასპინძლობ ეს ყოველთვის განსაკუთრებულია. ასევე კარგად ვმოქმედებდით ართმევებზე თამაშის დროს და პირველი 10 წუთის მანძილზე უკვე ნათელი გახდა, რომ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოდით."

ლუსიენ ფავრი -"უნდა ვაღიაროთ, რომ თამაშში ვერ შევედით. ძალიან სუსტი ფეხბურთი ვაჩვენეთ, აქ შესაძლოა მარცხდებოდე, მაგრამ არა ამგვარად."

მატს ჰუმელსი -"სრული მატჩის განმავლობაში ძალიან ცუდად ვასპარეზობდით. სითამამე გვაკლდა, ამავე დროს ტექნიკური წუნიც გვქონდა. ვფიქრობდი, რომ იმაზე უფრო მეტად აგრესიულად შეგვეძლო თამაში, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო."
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.